ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

ბიზნესოპერატორის აღიარების წესი

ბიზნესოპერატორის აღიარების წესი ადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის აღიარების ზოგად პრინციპებს, პროცედურებს, მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას. წესით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზე; იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს პირველად წარმოებას. ბიზნესოპერატორის აღიარებას  ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება