რას მოიცავს ბიზნეს-გეგმა
- სად იმყოფება დღეს ბიზნესი, სად სურს მას მისვლა და რა გზა უნდა გაიაროს ამისთვის
- ბიზნესის დიაგნოსტიკა, მიზნების დასახვა, სამოქმედო გეგმა
- მართვა, მარკეტინგი, ფინანსები, ტექნოლოგიები, გაყიდვების არხები, რისკები, წარმატების ფაქტორები
- მოქმედი ბიზნეს-მოდელები, ზუსტი გათვლები, რეალური, კონკრეტული, განხორციელებადი რჩევები
რისთვისაა საჭირო ბიზნეს-გეგმა
საწარმოს ბიზნეს-გეგმა უმეტესად სჭირდება შემდეგი მიზნობრიობით:
- მეწარმემ, პარტნიორებმა, თანამშრომლებმა დაინახონ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, დაისახონ მიზნები და მიღწევის გზები
- ბანკიდან კრედიტის მისაღებად
- მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებში/კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად
- არასახელმწიფო დონორთა პროგრამებში/კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად
შემსრულებელი
ბიზნეს-გეგმას ამზადებს პირველი საკონსულტაციო კომპანია. ეს ორგანიზაცია არის პროექტის business.org.ge ერთ-ერთი ინიციატორი, ორგანიზატორი და დამფინანსებელი. პროექტის იდეა მაშინ წარმოიშვა, როდესაც პირველი საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან დამწყებ, მცირე და საშუალო მეწარმეებზე, განსაკუთრებით კი აგრომეწარმეებზე გაცემული უფასო კონსულტაციების რაოდენობამ წელიწადში 1,000-ს გადააჭარბა. ამის შემდეგ გაიმიჯნა კომერციული და არაკომერციული საკონსულტაციო საქმიანობა – პირველს ახორციელებს პროექტი business.org.ge, მეორეს – პირველი საკონსულტაციო კომპანია.
ფასები და შესრულების ვადები
ბიზნეს-გეგმის შედგენის ფასები დამოკიდებულია შესასრულებელი ბიზნეს-გეგმის მოცულობაზე, მეწარმის მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე, ბიზნესის ზომაზე. უმეტესად ფასები 2,500 ლარიდან იწყება, თუმცა ზუსტი ფასი დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.
ბიზნეს-გეგმის შესრულების ვადებიც ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უმეტესად ამას 2 კვირა ან მეტი დრო სჭირდება, თუმცა ზუსტი ვადა დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.
მომზადებული ბიზნეს-გეგმები აგროსექტორში: 2010-2017 წ.წ.
| დარგი | რაოდენობა |
| რძის პროდუქტების საწარმო | 34 |
| საქონლის ფერმა | 8 |
| სასაკლაო/ხორცპროდუქტების საწარმო | 8 |
| ხილის გადამამუშავებელი/ხილის პროდუქტების საწარმო | 7 |
| ცხოველის, ფრინველის და თევზის საკვების საწარმო | 6 |
| მატყლის გადამამუშავებელი/მატყლის პროდუქტების საწარმო | 6 |
| რეგიონული აგრო-მას-მედია | 6 |
| ღვინის მარანი | 5 |
| თაფლის საწარმო | 3 |
| ჩაის საწარმო | 3 |
| ვეტერინარული სერვისი | 2 |
| თხილის საწარმო | 2 |
| დაფნის საწარმო | 1 |
| სულ | 91 |
მომზადებული ბიზნეს-გეგმები სხვა სექტორებში: 1998-2017 წ.წ.
1998 წლიდან დღემდე მომზადებულია 90-მდე ბიზნეს-გეგმა შემდეგ სექტორებში:
- სადაზღვევო სისტემა
- საბანკო სისტემა
- უმაღლესი განათლების სისტემა
- სასტუმროები
- რესტორნები
- ავტომობილების ბაზარი
- მობილური ტელეფონების ბაზარი
- რეგიონული გაზეთი
- რეგიონული ტელევიზია
- გამომცემლობები და წიგნების ბაზარი
- არასამთავრობო ორგანიზაციები
- ლუდის ბაზარი
- ენერგეტიკული სასმელების ბაზარი
***
ბიზნეს-გეგმის საჭიროებისას მეწარმეს შეუძლია გაეცნოს სტატიას ბიზნეს-გეგმა აგროსაწარმოს მაგალითზე, სადაც ჩანს, თუ რა საკითხები იქნება განსახილველი მეწარმესა და საკონსულტაციო კომპანიას შორის.
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის