სამშაბათი , დეკემბერი 3 2024
geen

საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის

საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს ორი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკას 2020 წლამდე 6 ძირითადი პრიორიტეტი1 აქვს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური, სოციალური და გარემოს კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. ესენია:

  1. სოფლად, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
  2. ყველა რეგიონში, ყველა ტიპის სოფლის მეურნეობის სიცოცხლისუნარიანობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობა;
  3. სურსათის წარმოებაში ღირებულებათა ჯაჭვის ორგანიზების ხელშეწყობა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და მარკეტინგი, საქონლის სათანადო პირობებით უზრუნველყოფა და სოფლის მეურნეობაში რისკების მართვა;
  4. სოფლის მეურნეობასა და ტყის რესურსებთან დაკავშირებული ეკოსისტემების აღდგენა, დაცვა და გაუმჯობესება;
  5. რესურსების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობაში, სურსათის წარმოებასა და მეტყევეობაში ეკოლოგიურად სუფთა და კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადი ეკონომიკის მხარდაჭერა;
  6. სოფლად სოციალური ჩართულობის, სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

იხილეთ სრული დოკუმენტი.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება