შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ტურიზმი: 2017 წელი, ნოემბერი

2017 წლის იანვარი – ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +18.4%-ია.

მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,243,963 შეადგინა (ზრდა +27.6%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%),  რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +39.7%, ავსტრია +35.6%, ნიდერლანდები +32.7%, ესპანეთი +30.5%, საფრანგეთი +29.7% და გერმანია +27.4%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია +327.2%, საუდის არაბეთი +165.7%, ქუვეითი +152.4%, ირანი +121.1%, ინდოეთი +66.6%, უზბეკეთი +57.9%, ჩინეთი +53.2% და აშშ +24.2%.

მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 162 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 1,123,786-ს შეადგენს. 10,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 11 ქვეყნიდან, ჯამში 985,591 (მთლიანი ზრდის 88%).

რაც შეეხება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეს, საქართველოს 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.1%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 201,056 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა  (ზრდა +21.8%).

2017 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი  სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%),  თურქეთიდან  (+6.8%), რუსეთიდან (+35.2%), და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა.

ქვეყანა 2017: ნოემბრის ზრდა 2017: ნოემბრის წილი მთლიან ზრდაში
რუსეთი 21,396 32%
აზერბაიჯანი 12,639 19%
სომხეთი 9,470 14%
ირანი 7,463 11%
თურქეთი 6,264 9%
ისრაელი 1,741 3%
ინდოეთი 1,488 2%
სხვა 7,193 11%

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +34.5%, საფრანგეთი +18.3%, იტალია +14.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან  ირანი +92.5%, ისრაელი +42.3%, ბელარუსი +41.5%, ინდოეთი +40.6%, რუსეთი + 35.2%, აშშ +19.3% და სხვა.

2017 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 116 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 67,654-ს შეადგენს. 1,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 7 ქვეყნიდან, ჯამში  ამ ქვეყნებიდან ზრდა 60,461-ია (მთლიანი ზრდის  89%).

იხილეთ ვრცელი მიმოხილვა ბმულზე.

***

სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება