23/04/2018
სიახლეები
მზარდი მაჩვენებლით დაიწყო ეკონომიკური აქტივობა 2018 წელს. იანვრის თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.4% შეადგინა, ხოლო თებერვალში - 5.5%. საქართველოს ეროვნული ბანკი მისდევს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. 2018 წლისთვის, აქციზის გადასახადის ეფექტის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის დონემ დასტაბილურება დაიწყო. იანვარში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.3 %-ით გაიზარდა, თებერვალში - 2.7 %-ით, ხოლო მარტში - 2.8 %-ით. საბაზო ინფლაცია შესაბამის პერიოდში..
ვრცლად »
05/04/2018
ბაზრები, მთავარი, სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია წინა წელთან შედარებით თითქმის 35 %-ით გაზრდილია. კერძოდ, 2018 წლის 1-ლი აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 207.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34.7 %-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებულია 154.0 მლნ აშშ დოლარის …
ვრცლად »
16/04/2018
მთავარი, სიახლეები
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $2 823.8 მლნ. შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.3 %-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $740.3 მლნ. იყო (28.4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი $2 083.4 მლნ. (21.6 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში $1 343.1 მლნ. და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 % შეადგინა. საგარეო ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში 2013-2018 წწ. იანვარ-მარტში შემდეგნაირად გამოიყურება..
ვრცლად »
28/03/2018
ბაზრები, მთავარი, ცოდნის ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი მისდევს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. 2017 წლისთვის წლიური ინფლაცია 6.0 %-ს შეადგენდა, რაც მიზნობრივ 4 %-იან მაჩვენებელზე მაღალია. თუმცა, მიზნობრივიდან აღნიშნული გადახრა გამომდინარეობს ერთჯერადი ფაქტორებიდან, რაც დაკავშირებულია 2017 წელს განხორციელებული ფისკალური რეფორმის შედეგად აქციზის გადასახადის ცვლილებით (თამბაქოზე, საწვავსა და ავტომობილებზე). 2017 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების..
ვრცლად »
28/02/2018
აგრომეწარმეობა, ბაზრები, ცოდნის ბანკი
2017 წელს, საქართველოდან, ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობითაა მიღწეული.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია..
ვრცლად »
20/02/2018
აგრომეწარმეობა, ბაზრები, მთავარი, სიახლეები
ცხვრისა და თხის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 936,500 სული იყო, 2017 წლის ბოლოს - 966,500 სული. 2016 წელს ექსპორტზე 155,000-მდე სული ცხვარი იყო გასული, 2017 წელს - 91,000-მდე სული. თხის ექსპორტ-იმპორტის სიდიდე წლიურად 100 სულზე ნაკლებია. 2017 წელს ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული - ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ფერმერების დიდმა ნაწილმა მიიღო ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილება და ცოცხალი ცხვრის საზღვარგარეთ გაყიდვის..
ვრცლად »
20/02/2018
აგრომეწარმეობა, ბაზრები, მთავარი, სიახლეები
ღორის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 136,200 სული იყო, 2017 წლის ბოლოს – 164,500 სული. 2016-2017 წლებში ღორი არ იყო ექსპორტირებული. 2016 წელს იმპორტირებული იყო 33,000-მდე ცოცხალი ღორი, 2017 წელს - 39,000-მდე სული.2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.
ვრცლად »
20/02/2018
აგრომეწარმეობა, ბაზრები, სიახლეები
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 962,700 სული იყო, 2017 წლის ბოლოს - 900,400 სული. 2016 წელს ექსპორტზე 100,000-მდე სული ცოცხალი ფური და ხარი იყო გასული, 2017 წელს - 133,000-მდე სული. 2016 წელს ექსპორტირებული 1 სული საქონლის საშუალო წონა 207 კგ.-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 148 კგ.-ს. იმპორტის რაოდენობა ორივე წელს უმნიშვნელოა. 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე..
ვრცლად »
05/02/2018
ბაზრები, მთავარი, სიახლეები
ღორის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 136,200 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს – 233,800 სული. 2016-2017 წლებში ღორი არ იყო ექსპორტირებული. 2016 წელს იმპორტირებული იყო 33,000-მდე ცოცხალი ღორი, 2017 წელს - 39,000-მდე სული.2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.
ვრცლად »
29/01/2018
აგრომეწარმეობა, ბაზრები, მთავარი, სიახლეები
ცხვრისა და თხის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 936,500 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს - 1,057,400 სული. 2016 წელს ექსპორტზე 155,000-მდე სული ცხვარი იყო გასული, 2017 წელს - 91,000-მდე სული. თხის ექსპორტ-იმპორტის სიდიდე წლიურად 100 სულზე ნაკლებია. 2017 წელს ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული - ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ფერმერების დიდმა ნაწილმა მიიღო ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილება და ცოცხალი ცხვრის საზღვარგარეთ გაყიდვის ნაცვლად ორიენტირება დაიწყო ცხვრის ხორცის ექსპორტზე.
ვრცლად »