პარასკევი , მაისი 1 2026
geen

Tag Archives: ექსპორტი

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017 III კვარტალი)

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 962,700 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს - 952,500 სული. 2016 წელს ექსპორტზე 100,000-მდე სული ცოცხალი ფური და ხარი იყო გასული, 2017 წელს - 133,000-მდე სული. 2016 წელს ექსპორტირებული 1 სული საქონლის საშუალო წონა 207 კგ.-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 148 კგ.-ს. იმპორტის რაოდენობა ორივე წელს უმნიშვნელოა. 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.

ვრცლად »

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: 2017 (წინასწარი მონაცემები)

2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,707.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2,728.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7,979.2 მლნ. აშშ დოლარი (9.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5,251.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში 2012-2017 წწ...

ვრცლად »

ეკონომიკური ტენდენციები: საგარეო ვაჭრობა (2014-2017)

რეალურ გამოხატულებაში 2016 წლის მანძილზე ექსპორტი ზრდადი ტემპებით იმატებდა. პირველ კვარტალში რეალურმა ექსპორტმა თითქმის 7 პროცენტით მოიმატა, მეოთხე კვარტალში კი რეალური ზრდა უკვე 10.5 პროცენტს შეადგენდა. ჯამში ორწლიანი კლების შემდეგ, 2016 წელს რეალური ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა. სექტემბრიდან ზრდა უკვე მიღებულ შემოსავლებზეც აისახა, როდესაც ექსპორტი ნომინალურ გამოხატულებაში 8.3 პროცენტის ოდენობით გაიზარდა. ოქტომბერში ნომინალური მოცულობის ექსპორტი მცირედით, 0.8 პროცენტით...

ვრცლად »

სურსათის ექსპორტი: 2017 წელი

2016 წლის 3 კვატლის მონაცემების შედარებით 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან, შეიძლება ითქვას, რომ მზარდი საერთო  ექსპორტის ფონზე სურსათის წილმა ექსპორტში 12.8 %-დან 8,32 %-მდე დაიკლო. სურსათის ექსპორტის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 16.67 %-ით შემცირდა და 161,35 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საექსპორტო საქონლის პოზიციებს შორის ექსპორტირებული რაოდენობის მიხედვით მინერალური წყლები, ბოსტნეული და ღვინო ლიდერობს. ექსპორტირებული საქონლის ღირებულების მიხედვით წამყვანი პოზიციები...

ვრცლად »

სასაქონლო ოპერაციები და მათი თავისებურებები

ექსპორტი არის საქონლის, მომსახურების, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან საზღვარგარეთ გატანა მისი ქვეყანაში კვლავ შემოტანის ვალდებულების გარეშე. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, რომელშიც ექსპორტის დეკლარაციის...

ვრცლად »

საქართველოს ჩაის ბაზარი – 2016 წელი

საქართველოში 2016 წელს 3,000 ტონა ჩაის ფოთოლი იყო წარმოებული. 2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1,400 ტონაზე მეტი ჩაი გავიდა და 1.3-ჯერ მეტი იმპორტით შემოვიდა. ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქტების საშუალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. 2017 წლის ივნისის მდგომარეობით ბაზარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პროდუქტები: 25-100-ცალიანი ერთჯერადი პაკეტების შეკვრები, 50-75-100-350-გრამიანი დასაყენებელი ჩაის შეკვრები.

ვრცლად »

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების ინდექსი (G-EPI)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინდექსი (G-EPI) წარმოადგენს ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მონაცემების კომბინაციას და გვიჩვენებს რამდენად არის გადახრილი არსებული მდგომარეობა სასურველისგან. ინდექსის გაანგარიშებაში მონაწილე მაჩვენებლები და მათი სასურველი სიდიდეები შეირჩა საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020-ის მიხედვით. G-EPI-ს გაანგარიშებაში მონაწილეობს 5 მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ცვლადი:...

ვრცლად »

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: სულადობა, ხორცი და რძე 2016 წელს

2016 წლის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯამური რაოდენობა 962,700 სული იყო, აქედან ფური და ფურკამეჩი - 509,300, ხოლო ხარი და ხარკამეჩი - 453,400 სული. 2 წელზე მეტი ასაკის საქონლის რაოდენობა 577,700 იყო. ყველაზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სამეგრელო-ზემო სვანეთში იყო (190,800 სული, 19.8 %), ყველაზე ცოტა - თბილისში (3,900 სული, 0.4 %). 2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 99,000-მდე სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, იმპორტის რაოდენობა უმნიშვნელოა.

ვრცლად »

მეფუტკრეობა 2016 წელს

საქართველოში ფუტკრის ოჯახების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოსთვის 205,300 ერთეული შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სკა კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთშია (ამ სამ რეგიონში სკების სრული რაოდენობის ნახევარზე მეტი – 56.2 % მოდის). საქართველოში 2016 წელს 2,100,000 კგ. თაფლი იყო წარმოებული. საქართველოში წარმოებული თაფლის საშუალო ფასი ‘’ფერმის კართან’’ 2016 წელს 13.14 ლარი/კგ. იყო.

ვრცლად »