ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი: 2018

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ამერიკული გამომცემლობა ჰერითიჯი, მოიცავს 180 ქვეყნის რეიტინგს ეკონომიკური თავისუფლების დონის მიხედვით. თითოეული ქვეყანა 5-დან ერთ-ერთ კატეგორიას მიეკუთვნება: თავისუფალი, მეტწილად თავისუფალი, საშუალო თავისუფლების მქონე, მეტწილად არათავისუფალი და რეპრესიული.

ქვეყნების შეფასება ხდება 4 მთავარი კრიტერიუმით:

  • სასამართლო ( საკუთრების უფლებები, სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობა);
  • მთავრობის ზომა (საგადასახადო ტვირთი, სამთავრობო ხარჯები, ფისკალური ეფექტურობა);
  • ბიზნესის რეგულირების ეფექტურობა (ბიზნესის თავისუფლება, სამუშაო ძალის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
  • ბაზრის გახსნილობა (ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება);

2018 წლის რეიტინგში საქართველო 76.2 ქულით (100-ქულიანი სისტემიდან) მე-16 პოზიციას იკავებს და მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იგი მე-13 პოზიციაზე იყო წარმოდგენილი 76.0 ქულით. წარმოდგენილ ანგარიშში საქართველოსთვის პრობლემად სასამართლო სისტემა სახელდება, ხოლო ქვეყნის უპირატესობად – დაბალი გადასახადები, სავაჭრო ტარიფები და ნაკლები რეგულაციები.

რეიტინგში ლიდერობენ: ჰონგ კონგი (90.2), სინგაპური (88.8), ახალი ზელანდია (84.2), შვეიცარია (81.7), ავსტრალია (80.9) და ირლანდია (80.4). ეს ექვსეული თავისუფალი ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება. რეპრესიული რეჟიმის ქვეყნების მცირე ჩამონათვალია: ჩრდილოეთ კორეა (5.8), ვენესუელა (25.2), კუბა (31.9), კონგო (38.9), ერიტრეა (41.7), ეკვატორული გვინეა (42.0).

ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლება უდავოდ აისახება გრძელვადიან ეკონომიკურ პროგრესსა და საერთო განვითარების დონეზე.  ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნების მოქალაქეები ხასიათდებიან სიცოცხლისუნარიანობის მაღალი დონით, მაღალი შემოსავლებითა და ცხოვრების დონით, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობებითა და უკეთესი ჯანდაცვის სისტემით.

იხილეთ ვრცლად ბმულზე.

***

სტატიის წყაროა heritage.org

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება