სასაკლაოების რაოდენობები
2017 წლის ბოლოს საქართველოში 72 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 45 % 4 რეგიონზე (იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა.
| რეგიონი | რაოდენობა | % |
| იმერეთი | 13 | 18.1 |
| ქვემო ქართლი | 12 | 16.7 |
| კახეთი | 11 | 15.3 |
| შიდა ქართლი | 9 | 12.5 |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 9 | 12.5 |
| თბილისი | 4 | 5.5 |
| გურია | 4 | 5.5 |
| აჭარა | 4 | 5.5 |
| მცხეთა-მთიანეთი | 3 | 4.2 |
| სამცხე-ჯავახეთი | 2 | 2.8 |
| რაჭა-ლეჩხუმი-ქვ. სვანეთი | 1 | 1.4 |
დაკლული ფრინველისა და ცხოველის რაოდენობები
2017 წელს სასაკლაოებში დაკლულია 326,440 სული პირუტყვი, მათ შორის 50.4 % – მსხვილფეხა, ხოლო 49.6 % – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობამ 9,909,333 ერთეული შეადგინა.
| ცხოველი/ფრინველი | დაკლულის რაოდენობა (სული) |
| მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი | 164,633 |
| ცხვარი და თხა | 76,629 |
| ღორი | 85,178 |
| ფრინველი | 9,909,333 |
| სხვა | 599 |
| სულ | 10,236,372 |
წარმოებული ხორცის რაოდენობა
სასაკლაოების მიერ 2017 წლის განმავლობაში 34,145,473 კგ. ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 41.4 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.7 % – ფრინველის, 14.8 % – ღორის, 2.8 % – ცხვრისა და თხის ხორცზე.
| ცხოველი/ფრინველი | წარმოებული ხორცი (კგ) |
| მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი | 14,225,437 |
| ცხვარი და თხა | 967,955 |
| ღორი | 5,053,888 |
| ფრინველი | 13,896,995 |
| სხვა | 1,198 |
| სულ | 34,145,473 |
დაკვლის ფასები
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის დაკვლა – 24.0 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა – 9.4 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა – 22.0 ლარი.
2016 წელი და 2017 წლის პირველი 6 თვე
სასაკლაოების კვლევის 2017 წლის მონაცემებს შეგიძლიათ შეადაროთ 2016 წლის მონაცემები, ხოლო ამ ლინკზე იხილავთ 2017 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს.
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის