შაბათი , აპრილი 20 2024
geen

პრეზენტაცია: წესი 10/20/30

ავტორი: Guy Kawasaki

PowerPoint-ის პრეზენტაციას უნდა ჰქონდეს 10 სლაიდი, უნდა გრძელდებოდეს არაუმეტეს 20 წუთისა და შეიცავდეს ტექსტს ფონტის ზომით – არანაკლებ 30. ეს წესი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის პრეზენტაციაზე, რომელიც კონკრეტული შეთანხმებისთვისაა გამიზნული კაპიტალის მოზიდვა იქნება ეს, გაყიდვის სტიმულირება, თუ პარტნიორების შეძენა.

10 სლაიდი

PowerPoint-ის პრეზენტაციებისთვის 10 სლაიდი ოპტიმალურია იმიტომ, რომ ნორმალურ ადამიანს ერთ შეხვედრაზე არ შეუძლია აღიქვას 10 კონცეფციაზე მეტი. თუ აუცილებლად მიგაჩნიათ 10-ზე მეტი სლაიდის გამოყენება  თქვენი ბიზნესის განსამარტად, სავარაუდოდ თქვენ ბიზნესი არ გაქვთ. 10 საკითხი, რომელზედაც უნდა გაამახვილოთ ყურადღება არის:

  1. პრობლემა
  2. პრობლემის თქვენეული გადაჭრა
  3. ბიზნეს მოდელი
  4. მაგიის/ტექნოლოგიის გამოკვეთა
  5. მარკეტინგი და გაყიდვები
  6. კონკურენცია
  7. გუნდი
  8. გეგმა და ეტაპები
  9. სტატუსი და გრაფიკი
  10. შეჯამება და მოწოდება მოქმედებისკენ
20 წუთი

თქვენ უნდა დაუთმოთ 20 წუთი 10-სლაიდიან პრეზენტაციას. თუ თქვენს განკარგულებაშია 1 საათი, მისი განაწილება ეფექტური იქნება შემდეგნაირად: 20 წთ. – პრეზენტაცია, 40 წთ. – დისკუსია.

ფონტის ზომა – 30

პრეზენტაციათა უმეტესობას აქვს 10-იანი ფონტი. ერთ სლაიდზე როგორც წესი თავმოყრილია იმდენი ტექსტი, რამდენიც ეტევა, ხოლო პრეზენტატორი კითხულობს მას. როდესაც აუდიტორია ხვდება, რომ თქვენ ტექსტს კითხულობთ, ისიც იწყებს წაკითხვას. მას გაცილებით სწრაფად შეუძლია ტექსტის წაკითხვა, ვიდრე თქვენ. შედეგი ისაა, რომ თქვენ და აუდიტორია არასინქრონულად მიყვებით ინფორმაციას.

მიზეზი, რატომაც ხალხი მცირე ზომის ფონტს იყენებს, ორია: პირველი, მათ არ იციან საპრეზენტაციო საკითხი კარგად, და მეორე – ისინი ფიქრობენ, რომ მეტი ტექსტი უფრო დამაჯერებელია. აიძულეთ საკუთარი თავი არ გამოიყენოსთ 30-ზე ნაკლები ზომის ფონტი და გარანტიას გაძლევთ, ეს თქვენს პრეზენტაციას გააუმჯობესებს. ამასთან თქვენ მიაგნებთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებს და მათი ახსნის ეფექტურ გზას. თუ 30 ზედმეტად დოგმატურად ჟღერს, მაშინ გთავაზობთ ალგორითმს: იკითხეთ ყველაზე უფროსი ასაკის დამსწრის ასაკი თქვენს აუდიტორიაში და გაყავით 2-ზე. ეს იქნება თქვენი ფონტის ოპტიმალური ზომა.

***

სტატიის წყაროა  guykawasaki.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება