შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ცხვარი და თხა: სულადობა, ხორცი, რძე და მატყლი 2016 წელს

ცხვრისა და თხის სულადობა

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 936,500 სული იყო. აქედან ცხვრის რაოდენობამ 875,900 სული შეადგინა, თხისამ კი 60,600. როგორც ცხვრის, ისე თხის რაოდენობით რეგიონებიდან კახეთი ლიდერობს (ცხვრის 55.0 % და თხის 38.4 %).

რეგიონი ცხვრის რაოდენობა (სული) %
კახეთი 482,000           55.0
ქვემო ქართლი 203,700           23.3
სამცხე-ჯავახეთი 71,800             8.2
მცხეთა-მთიანეთი 61,700             7.0
იმერეთი 27,400             3.1
შიდა ქართლი 22,000             2.5
დანარჩენი რეგიონები 7,400             0.8
რეგიონი თხის რაოდენობა (სული) %
კახეთი                                                   23,300           38.5
სამეგრელო-ზემო სვანეთი                                                   11,300           18.7
ქვემო ქართლი                                                     7,900           13.1
იმერეთი                                                     6,700           11.1
გურია                                                     3,500             5.8
მცხეთა-მთიანეთი                                                     2,800             4.6
სამცხე-ჯავახეთი                                                     2,000             3.3
დანარჩენი რეგიონები                                                     3,000             5.0
ცხვრის და თხის ექსპორტ-იმპორტი

2016 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 155,000-მდე სული ცხვარი, იმპორტის რაოდენობა უმნიშვნელოა.

მონაცემი ექსპორტი იმპორტი
რაოდენობა (სული) 154,868 7,180
ჯამური ღირებულება ($) 10,194,642 372,900
ჯამური მასა (კგ.) 5,318,191 281,640
1 სულის საშუალო ფასი ($) 65.83 51.94
1 სულის საშუალო მასა (კგ.) 34.34 39.23
1 კგ.-ს საშუალო ფასი ($) 1.92 1.32

თხის ექსპორტ-იმპორტი უმნიშვნელოა (2016 წელს ექსპორტი ნულოვანი იყო და მხოლოდ 40 სული თხა იყო იმპორტირებული).

ცხვრის და თხის ხორცის წარმოება საქართველოში

2016 წელს საქართველოში წარმოებული ხორცის წონა 4,600,000 კგ. (დაკლული წონა) იყო, რამაც სრულად წარმოებული ხორცის (66,100,000 კგ.) 7.0 % შეადგინა. რეგიონებიდან ყველაზე მეტი ხორცი კახეთში იყო წარმოებული (2,600,000 კგ., 56.5 %).

რეგიონი ცხვრის და თხის ხორცის წარმოება (კგ.) %
კახეთი                                                                          2,600,000              55.3
ქვემო ქართლი                                                                              700,000              14.9
სამცხე-ჯავახეთი                                                                              500,000              10.6
მცხეთა-მთიანეთი                                                                              200,000                 4.3
დანარჩენი რეგიონები                                                                              700,000              14.9
ცხვრის და თხის ხორცის საშუალო ფასები

საქართველოში წარმოებული დაკლული ხორცის საშუალო ფასი ‘’ფერმის კართან’’ 2016 წელს 9.99 ლარი/კგ. იყო, საშუალო სამომხმარებლო ფასმა კი 11.85 ლარი/კგ. შეადგინა.

ცხვრის და თხის ხორცის ექსპორტ-იმპორტი

2016 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია $ 3.7 მლნ. ღირებულების 757 ტონა ხორცი (აქედან თხის ხორცის წილი მხოლოდ 0.5 %-ია). იმპორტის სიდიდე უმნიშვნელოა (100 % ცხვრის ხორცი).

მონაცემი ექსპორტი იმპორტი
მასა (კგ.) 757,435 10,373
ღირებულება ($) 3,728,550 87,375
საშუალო ფასი ($/კგ.) 4.92 8.42
ცხვრის და თხის რძის წარმოება საქართველოში და ექსპორტ-იმპორტი

2016 წელს მიღებული ცხვრის და თხის რძის მოცულობა 9,900,000 ლიტრი იყო, რამაც სრულად წარმოებული რძის (ფურისა და ფურკამეჩის რძის ჩათვლით: 540,100,000 ლიტრი) 1.8 % შეადგინა. წარმოება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

რეგიონი ცხვრისა და თხის რძის წარმოება (ლიტრი) %
კახეთი                                                                      5,200,000   53.1
ქვემო ქართლი                                                                      2,500,000   25.5
სამცხე-ჯავახეთი                                                                         800,000     8.2
მცხეთა-მთიანეთი                                                                         400,000     4.1
დანარჩენი რეგიონები                                                                         900,000     9.2

ცხვრისა და თხის რძის ექსპორტ-იმპორტი 2016 წლისთვის ნულოვანია.

ცხვრის მატყლის წარმოება საქართველოში

2016 წელს ჯამურად მიღებული ცხვრის მატყლის წონამ 2,000,000 კგ. შეადგინა. რეგიონებიდან 1,100,000 კგ. მიღებული მატყლით (55.0 %) კახეთი ლიდერობს, მას მოდევს ქვემო ქართლი (500,000 ტონა), სამცხე-ჯავახეთი (200 ტონა) და მცხეთა-მთიანეთი (100 ტონა), სხვა რეგიონებში ჯამურად 100 ტონა მატყლია მიღებული.

ცხვრის მატყლის საშუალო ნაპარსი

ცხვრის მატყლის საშუალო ნაპარსი 1 სულ ცხვარზე 2.4 კგ.-ის ტოლია. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი 2.3-2.8 კგ.-ის შუალედშია.

მატყლის საშუალო ფასი

მატყლის 2016 წელს ‘’ფერმის კართან’’ მისი ხარისხის მიხედვით 0.80-1.00 ლარი/კგ. იყო.

მატყლის ექსპორტ-იმპორტი

2016 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლნ. კგ.-ზე მეტი მატყლი, იმპორტი ნულოვანია.

მონაცემი ექსპორტი  იმპორტი
მასა (კგ.) 1,061,708
ღირებულება ($) 539,108
1 კგ. საშუალო ფასი ($/კგ.) 0.51

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება