კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

მთავარი

გზამკვლევი: ქართული თაფლის გზა ევროპისკენ

2016 წელს ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი დაშვებულია. მსოფლიოში წლიურად 2 მილიონ ტონამდე თაფლი იწარმოება. თაფლის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია ევროკავშირი – 2015 წელს მან 268 ათასი ტონა თაფლი აწარმოა, ხოლო 500 მილიონ ევრომდე ღირებულების 197 ათას ტონაზე მეტი თაფლი იმპორტით …

ვრცლად »

მცირე და საშუალო საწარმოთა კვლევა

პირველმა საკონსულტაციო კომპანიამ 2017 წლის ივლისში ჩაატარა კვლევა ‘’რეგიონულ მცირე და საშუალო საწარმოთა შეფასებები’’. კვლევისთვის გამოყენებული იყო მეწარმეთა ინტერვიუირება, მათი დოკუმენტაციის შესწავლა, გაყიდვების არხებთან ურთიერთობების შესწავლა, მართვის და წარმოების პროცესებზე დაკვირვება. კვლევისთვის შერჩეული იყო რძის პროდუქტების, ხორცპროდუქტების, ხილის პროდუქტების, მატყლის პროდუქტების და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვების მწარმოებელი საწარმოები (სულ 24 საწარმო, აქედან 19 მცირე და 5 საშუალო) ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და იმერეთიდან.

ვრცლად »

პრობლემის გადაჭრის გზა: 5W

„5W“ წარმოადგენს კითხვებს, რომლებზე გაცემული პასუხებიც ინფორმაციის მოძიებისა და პრობლემის გადაჭრის საფუძველს წარმოადგენს. ისინი ხშირად გამოიყენება ჟურნალისტიკაში, ბიზნესში, კვლევებსა და კრიმინალურ გამოძიებებში. აღნიშნული მეთოდი ერთგვარი ფორმულაა კონკრეტულ თემაზე სრული ინფორმაციის მისაღებად. „5W“-ს პრინციპის თანახმად, საკითხი შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად განხილულად, თუ ის პასუხობს შემდეგ კითხვებს: „ვინ? რა? როდის? სად? რატომ?“.

ვრცლად »

დასაქმება და უმუშევრობა 2016 წელს

2016 წელს საქართველოში აქტიური მოსახლეობის – სამუშაო ძალის – რაოდენობა 1,998,325 ადამიანი იყო, აქედან დასაქმებულთა რაოდენობა 1,763,265 ადამიანს შეადგენდა, უმუშევართა რაოდენობა კი 235,060 იყო. დასაქმებულებიდან 42.3 % დაქირავებით მომუშავე ადამიანი იყო, 57.3 % – თვითდასაქმებული (0.4 %-ის სტატუსი გაურკვეველია). უმუშევრობის დონე 2016 წელს 11.8 %-ს შეადგენდა. დასაქმება და უმუშევრობა დასაქმების …

ვრცლად »

2016 წლის ავტოპარკი

2016 წლის ბოლოს საქართველოს ავტოპარკი 1,193,975 ავტომანქანისგან შედგებოდა. აქედან მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანების წილი 81.6 % იყო, სამგზავრო ავტომანქანების - 4.5 %, ხოლო სატვირთოების წილი 8.3 % იყო. ავტოპარკის 91 % 2007 წლამდეა წარმოებული, 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების წილი კი 1.3 %-ს შეადგენდა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო Mercedes-Benz-ის და Opel-ის მარკის ავტომანქანები, მოდელებიდან კი ლიდერობდნენ Opel Astra, Mercedes-Benz E, Mercedes-Benz C და Opel Vectra.

ვრცლად »

რეიტინგი: World Economic Forum – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2016-2017

World Economic Forum-ის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 138 ქვეყნის კონკურენტულ გარემოს, საზღვრავს ქვეყნების პროდუქტიულობისა და კეთილდღეობის ძირითად განმაპირობებელ და მამოძრავებელ ძალებს. ინდექსი დგება 3 ინდექსის (და 12 ინდიკატორის) ანალიზის საფუძველზე. ესენია: ძირითადი ფაქტორები: ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება ეფექტიანობის გამაძლიერებელი ფაქტორები: უმაღლესი განათლება და ტრეინინგები, სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა, …

ვრცლად »

ბიზნესის მარცხის მიზეზები: აშშ-ის მაგალითი

Statistic Brain Research Institute-ის კვლევის თანახმად, აშშ-ში დამწყები ბიზნესის 25 % საქმიანობას 1 წლის განმავლობაში წყვეტს, 10 წლის შემდეგ კი ბაზრიდან ბიზნესის 71 %-ია გასული. ბიზნესის მარცხის მთავარი მიზეზებია არაკომპეტენტურობა, დაუბალანსებელი ან არასაკმარისი მენეჯერული გამოცდილება, გამოცდილების ნაკლებობა საქონლისა და მომსახურების მართვაში. ბიზნესის მარცხზე ნაკლები სიხშირით ახდენს გავლენას უყურადღებობა, თაღლითობა და …

ვრცლად »

მეფუტკრეობა 2016 წელს

საქართველოში ფუტკრის ოჯახების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოსთვის 205,300 ერთეული შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სკა კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთშია (ამ სამ რეგიონში სკების სრული რაოდენობის ნახევარზე მეტი – 56.2 % მოდის). საქართველოში 2016 წელს 2,100,000 კგ. თაფლი იყო წარმოებული. საქართველოში წარმოებული თაფლის საშუალო ფასი ‘’ფერმის კართან’’ 2016 წელს 13.14 ლარი/კგ. იყო.

ვრცლად »

ბიზნეს რეგისტრი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ და გადმოტვირთოთ სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრი. მისი საშუალებით თქვენ შეგძლიათ მოძებნოთ ორგანიზაცია ან ორგანიზაციები შემდეგი პარამეტრებით: საიდენტიფიკაციო ნომერი ორგანიზაციის დასახელება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იურიდიული მისამართი ფაქტობრივი მისამართი საქმიანობა შეგიძლიათ მოძებნოთ როგორც ყველა რეგისტრირებული, ასევე მხოლოდ აქტიური ბიზნეს-სუბიექტები. მოძიების შედეგი შეიცავს თითოეული მოძიებული ორგანიზაციის  საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებას, …

ვრცლად »

ბიზნეს-იდეის წყაროები II

ბიზნესის დაწყების მსურველი პირველ რიგში სვამს კითხვას, თუ რა ბიზნესი დაიწყოს და იწყებს იდეების ძებნას. პასუხის გაცემა ამ კითხვაზე უმეტესად მხოლოდ და მხოლოდ თვითონ მას შეუძლია. ბიზნესის არჩევა დამოკიდებულია მომავალი მეწარმის ცოდნაზე, უნარ-ჩვევებზე, გამოცდილებაზე, საწყისი კაპიტალის სიდიდეზე, კავშირებზე, სამოქმედო ტერიტორიაზე, ბაზრების მდგომარეობაზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. თუ თქვენ ბიზნეს-იდეის ძებნის …

ვრცლად »