შაბათი , აპრილი 20 2024
geen

ბიზნეს რეგისტრი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ და გადმოტვირთოთ სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრი. მისი საშუალებით თქვენ შეგძლიათ მოძებნოთ ორგანიზაცია ან ორგანიზაციები შემდეგი პარამეტრებით:

  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • ორგანიზაციის დასახელება
  • ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
  • იურიდიული მისამართი
  • ფაქტობრივი მისამართი
  • საქმიანობა

შეგიძლიათ მოძებნოთ როგორც ყველა რეგისტრირებული, ასევე მხოლოდ აქტიური ბიზნეს-სუბიექტები. მოძიების შედეგი შეიცავს თითოეული მოძიებული ორგანიზაციის  საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებას, იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს, საქმიანობის კოდს, ხელმძღვანების დასახელებას და საკონტაქტო მონაცემებს, ასევე ორგანიზაციების სტატუსებს (აქტიური ან უმოქმედო).

სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრიდან ძებნით მიღებული შედეგები შეგიძლიათ გადმოიწეროთ ექსელის ფაილის სახით.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება