შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

აგრომეწარმეობა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამმუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა. კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (10 ბანკი და 2 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სახელმწიფო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას..

ვრცლად »

აგროდაზღვევის პროექტი: 2014-2017

აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ რისკები სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლის და საშემოდგომო ყინვისაგან. პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია დაეზღვეს არაუმეტეს 5 ჰა მიწის ნაკვეთი, გარდა მარცვლეული კულტურებისა, სადაც მიწის მაქსიმალური ფართობი 30 ჰა-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50,000 ლარია, ხოლო დასაზღვევი მიწის ნაკვეთის ფართობი შეუზღუდავია. 2017 წლის პირობების..

ვრცლად »

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა: 2014-2017

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2014-2017 წლებში ხელშეკრულება გაფორმებულია 40 პროექტის ბენეფიციართან, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 24,217,789 აშშ დოლარი და 4,257,803 ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 8,798,143 აშშ დოლარი და 600,000 ლარი. 2017 წელს გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში ხელშეკრულება გაფორმდა 9 ბენეფიციართან ჯამური ღირებულებით 4,352,032 აშშ დოლარი..

ვრცლად »

ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიში: 2018, III კვარტალი

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13 %-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22 % შეადგინა. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 68 % (172,673 ბოთლი), პოლონეთი - 32 % (2,465,541) და დიდი ბრიტანეთი - 22 % (67,310); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით..

ვრცლად »

პროექტი ”დანერგე მომავალი”: 2015-2017

პროექტის მიზანი პროექტის ფარგლებში ფერმერებს საშუალება აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით გააშენონ მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები და შექმნან სანერგე მეურნეობები. პროექტის განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი …

ვრცლად »

ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიში: 2018, II კვარტალი

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 21 %-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 200 % (130, 638 ბოთლი), ჩეხეთი - 134 % (30,456), ყირგიზეთი 81 % (140,370), სამხრეთ კორეა - 78 % (31,650)..

ვრცლად »

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი ”ქართული ჩაი”: 2016-2017

პროექტის მიზანი და პირობები პროექტის მიზანია კერძო სექტორში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის, როგორც აგრარული კულტურის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ჩაის თანამედროვე გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში იურიდიული პირები (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა), რომლებსაც საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, მიიღებენ პლანტაციების რეაბილიტაციისათვის …

ვრცლად »

ქართულ აბრეშუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და აბრეშუმის მუზეუმის ფონდის წარმომადგენლებმა საარქივო მასალები შეისწავლეს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს. საარქივო მასალების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნიდან საქართველოში მეაბრეშუმეობის კულტურა და ტრადიციები..

ვრცლად »

ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიში: 2018, I კვარტალი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24 %-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26 % შეადგინა. ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორვ ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი - 429 % (233,220)...

ვრცლად »

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა: 2016-2017

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, მოქმედი გადამმუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოება და მოდერნიზაცია, ფერმებსა და საწარმოებში საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. პროგრამა ხორციელდება ''სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის'' (AMMAR) ფარგლებში..

ვრცლად »