შაბათი , აპრილი 20 2024
geen

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა: 2016-2017

პროექტის მიზანი

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, მოქმედი გადამმუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოება და მოდერნიზაცია, ფერმებსა და საწარმოებში საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

პროგრამა ხორციელდება ”სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის” (AMMAR) ფარგლებში.

პროგრამის პირობები

პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამმუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.

პირველადი წარმოების კომპონენტი განკუთვნილია ინდივიდუალური ფერმერების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსებისთვის, ხოლო გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი განკუთვნილია მოქმედი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების დაფინანსებისთვის.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი სასოფლო-სამეურნეო კულტურები: ხურმა, ვაშლი, ატამი, ბოსტნეული, დაფნა, თაფლი, კენკროვანი კულტურები, თაფლოვანი კულტურები, კაკალი, ყვავილების კულტურები.

დაფინანსებაში 40 % პროგრამის წილია, 60 % კი ბენეფიციარის წილი. პირველადი წარმოების კომპონენტში ფერმერს შეუძლია მიიღოს მაქსიმუმ 15,000 აშშ დოლარის შესაბამისი თანადაფინანსება ლარში, ხოლო კოოპერატივს – მაქსიმუმ 150,000 აშშ დოლარის შესაბამისი თანადაფინანსება ლარში. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ნაწილში იურიდიული პირებს (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს) შეუძლიათ მიიღონ მაქსიმუმ 100,000 აშშ დოლარის შესაბამისი თანადაფინანსება ლარში.

დაფინანსებული პროექტები

2016-2017 წლებში პირველადი წარმოების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცდა 115 განაცხადი, 114 ბენეფიციარზე პროგრამის თანადაფინანსების ოდენობამ 1,661,063 ლარი შეადგინა.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტში დამტკიცდა 5 განაცხადი, პროგრამის თანადაფინანსების სიდიდემ 995,597 ლარი შეადგინა.

2017 წელს  პირველადი წარმოების კომპონენტის ფარგლებში  დამტკიცდა 113 განაცხადი, პროგრამის თანადაფინანსების სიდიდე 1,622,633 ლარია. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში 2017 წელს დამტკიცდა 5 განაცხადი, თანადაფინანსებით 995,597 ლარი.

შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პირობები.  უფასო ინფორმაცია და კონსულტაციები შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლ-ცენტრიდან სატელეფონო ნომრებზე 1501 და 032 2 47 01 01 და სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

***

სტატიის წყაროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება