სამშაბათი , ივნისი 17 2025
geen

Magda Gzirishvili

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და მისი რეგისტრაცია

კოოპერატივი არის ,,მეწარმეთა შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირი, რომელიც არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული საზოგადოება. იგი იქმნება წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით. კოოპერატივი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად იწოდება. საჯარო რეესტრის სააგენტოში მისი დარეგისტრირება და  სტატუსის მინიჭება მეწარმეებს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათებითა და სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებით …

ვრცლად »

სახელმწიფო პროგრამა ‘’დანერგე მომავალი’’: სანერგეების კომპონენტი

სანერგეების კომპონენტი ითვალისწინებს  სანერგე მეურნეობის შექმნის ან განვითარების მსურველი პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში შემდეგი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი. ფინანსური დახმარება სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ან არსებული მეურნეობის განსავითარებლად სახელმწიფოს თანადაფინანსების სიდიდეა …

ვრცლად »

კოოპერატივის რეგისტრაცია

კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება. მისი ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და  მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე. კოოპერატივებს მიეკუთვნება: ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი …

ვრცლად »

მარკეტინგი: მიზნობრივი სეგმენტის შერჩევა

ბაზრის სეგმენტაციის შედეგად ხდება იმ სეგმენტების გამოვლენა, რომლებზე გასვლაც კომპანიას შეუძლია. ამის შემდეგ ფირმამ უნდა შეაფასოს სხვადასხვა სეგმენტი და გადაწყვიტოს ყველაზე კარგად რომელ სეგმენტს ან სეგმენტებს მოემსახურება. ბაზრის სეგმენტების შეფასება ბაზრის სეგმენტების შეფასებისას კომპანიამ ყურადღება სამ ფაქტორს უნდა მიაქციოს: პირველი – სეგმენტის ზომას და ზრდის ტემპს; მეორე – სეგმენტის სტრუქტურულ …

ვრცლად »

ფასწარმოქმნა სხვადასხვა ტიპის ბაზარზე

ფასწარმოქმნის მხრივ გამყიდველის თავისუფლება სხვადასხვა ტიპის ბაზრებზე განსხვავებულია. ეკონომისტების თქმით, არსებობს 4 ტიპის ბაზარი, რომელთაგან თითოეული ქმნის სხვადასხვა ფასწარმოქმნის მექანიზმს. წმინდა კონკურენცია წმინდა კონკურენციის დროს, ბაზარი შედგება ბევრი მყიდველისა და გამყიდველისაგან, რომლებიც ყიდიან ერთგვაროვან პროდუქციას _ ხორბალს, სპილენძსა თუ ფასიან ქაღალდებს. არც ერთ მყიდველსა თუ გამყიდველს არა აქვს გავლენა არსებულ …

ვრცლად »

რეიტინგი: Doing Business

მსოფლიო ბანკის პროექტი Doing Business – ბიზნესის კეთება – თითოეულ ქვეყანას ანიჭებს სათანადო პოზიციას იმის მიხედვით, თუ ამ ქვეყანაში რამდენად ხელსაყრელია გარემო ბიზნესის წარმოებისთვის. 2017 წლის რეიტინგში 190 ქვეყნის შეფასებაა წარმოდგენილი. რაც უფრო მაღალია ქვეყნის რეიტინგი, მით უფრო ხელსაყრელი გარემოა ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისა და საქმიანობისთვის. ბიზნესის კეთების ჯამური რეიტინგი მიიღება …

ვრცლად »

სახელმწიფო პროგრამა ‘’დანერგე მომავალი’’: ბაღების კომპონენტი

სახელმწიფო 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას ‘’დანერგე მომავალი’’. პროგრამაში მონაწილეს მრავალწლიანი კულტურების ბაღის გასაშენებლად ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიღება შეუძლია. ბაღების გაშენება შესაძლებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში შემდეგი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი. ფინანსური დახმარება ნერგების შესაძენად სახელმწიფო აფინანსებს შესაძენი ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70 %-ს. ამავე დროს, თითოეულ …

ვრცლად »

ბიზნეს-გეგმის მომზადება

ბიზნეს-გეგმის შედგენის ფასები დამოკიდებულია შესასრულებელი ბიზნეს-გეგმის მოცულობაზე, მეწარმის მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე, ბიზნესის ზომაზე. უმეტესად ფასები 2,500 ლარიდან იწყება, თუმცა ზუსტი ფასი დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ. ბიზნეს-გეგმის შესრულების ვადებიც ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უმეტესად ამას 2 კვირა ან მეტი დრო სჭირდება, თუმცა ზუსტი ვადა დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

ვრცლად »

ეკონომიკური ტენდენციები: ბიუჯეტის აღწერა, 2016

2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 4 %-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე და 4 %-იანი ინფლაციის მაჩვენებელზე. აღნიშნულ გათვლებზე დაყრდნობით მომავალ წელს ბიუჯეტის დეფიციტი კლასიფიკაციით 4.1 %-ის დონეზეა. მომდევნო წლებში მოსალოდნელია ბიუჯეტის დეფიციტის თანდათან შემცირება. ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლები მომავალ წლებში სრულად არის განპირობებული საინვესტიციო, კერძოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებით. დაჩქარება ნომინალურ გამოსახულებაში 2017-2021 წლებში...

ვრცლად »

სამეწარმეო უნარ-ჩვევები

წარმატებულ მეწარმეს, ისევე როგორც ყველა დანარჩენს, უწევს ხალხთან ერთად მუშაობა. შესაბამისად მას სჭირდება კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება საკუთარ გუნდთან, მომხმარებლებთან, მიმწოდებლებთან, აქციონერებთან და  ინვესტორებთან. ზოგიერთი ადამიანი კომუნიკაციური უნარ-ჩვევებით მეტადაა დაჯილდოებული, ვიდრე სხვები. საბედნიეროდ, შესაძლებელია ამ უნარების შესწავლა და გაუმჯობესება. სამეწარმეო უნარ-ჩვევებიდან  მნიშვნელოვანია შემდეგი: ლიდერობა და მოტივაცია: გაქვთ თუ არა უნარი,  რომ …

ვრცლად »