სამშაბათი , ივნისი 17 2025
geen

Magda Gzirishvili

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოების ხელშეწყობა თანადაფინანსების საშუალებით. პროგრამით გათვალისწინებული სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60 %-ს. პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში, საკუთრებაში უნდა ჰქონდეს საკუთრებაში სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

ვრცლად »

პრობლემის გადაჭრის გზა: 5 რატომ

„5 რატომ“ იკვლევს მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას პრობლემის ანალიზში. იგი იყენებს  „რატომ?“ კითხვის განმეორებითი დასმის ტექნიკას. თითოეული პასუხი ქმნის შემდეგი კითხვის ფორმირების საფუძველს. კითხვა-პასუხის ამ ჯაჭვს მივყავართ პრობლემის მთავარი მიზეზის განსაზღვრამდე და  გვეხმარება მის მოგვარებაში. შეგვიძლია გამოვიყენოთ ექვსი, შვიდი ან უფრო მეტი „რატომ“, თუმცა უმეტესად „5 რატომ“  სრულიად საკმარისია პრობლემის მთავარი მიზეზის გამოსავლენად.

ვრცლად »

რეიტინგი: Fraser Institute – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (2016 წლის რეპორტი)

Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გვაჩვენებს, თუ რამდენად უწყობს ხელს ქვეყნის პოლიტიკა და ინსტიტუციები ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. ინდექსი იზომება შემდეგი კომპონენტების ანალიზის საფუძველზე: მთავრობის ზომა: მთავრობის დანახარჯები, გადასახადები და სახელმწიფო საწარმოები სამართლებრივი სტრუქტურა და ქონებრივი უფლებების დაცვა მყარი ვალუტა საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება საკრედიტო ბაზრის, შრომის ბაზრის და ბიზნესის რეგულირება Fraser …

ვრცლად »

უფასო რჩევები: სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”

2014 წლიდან სახელმწიფო პროგრამა ''აწარმოე საქართველოში'' მეწარმეებს ეხმარება ფინანსებზე ხელმისაწვდომობით და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით. ამ მიმართულებებიდან ერთ ნაწილზე პროექტი business.org.ge მეწარმეებს ეხმარება რჩევებით. ეს მიმართულებებია მრეწველობის წახალისება, კინოინდუსტრიის განვითარება, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება.

ვრცლად »

ბაზრები და ბაზრობები: 2016 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგებით 2016 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 211 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 29,4 % ქალაქ თბილისშია განთავსებული, 21,8 % – იმერეთში, 12,3 % – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11,4 % – კახეთის რეგიონში, 8,1 % – ქვემო ქართლში, 5,2 % – აჭარაში, 4,3 % – …

ვრცლად »

შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი დაიწყო 2013 წლიდან. მას ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, რისთვისაც აგროსაწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებენ შეღავათიან აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის ეს კომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის …

ვრცლად »

სადაზღვევო ბაზარი: 2017 წლის იანვარი-ივნისი

2017 წლის მე-2 კვარტლის ბოლოს საქართველოში 16 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია მუშაობდა. მათ დაზღვევის 18 სახებაში ჯამურად 247,382,801 ლარი სადაზღვევო პრემია მოიზიდეს (აქედან პირველ სამეულზე სრული პრემიის 58 % მოდიოდა). დაზღვევის სახეობების მიხედვით სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს 50 %-იანი საბაზრო წილით (დაზღვევის 3 ლიდერ სახეობაზე სრულად მოზიდული პრემიის 81 % მოდოდა). წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 116,297,224 ლარის ზარალი აანაზღაურეს.

ვრცლად »

პირველადი აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოების ხელშეწყობა თანადაფინანსების საშუალებით. პირველადი წარმოებისათვის პროგრამის პირობები შემდეგია: მიზნობრიობა და კულტურები პირველადი წარმოების ნაწილში პროგრამა აფინანსებს უკვე არსებული ბაღების განახლებას ან ახალი ბაღების გაშენებას შემდეგი კულტურებისთვის: ხურმა ვაშლი ატამი ბოსტნეული დაფნა თაფლი კენკროვანი კულტურები თაფლოვანი კულტურები კაკალი ყვავილების …

ვრცლად »

სადაზღვევო ბაზარი: 2016 წელი

2016 წლის ბოლოს საქართველოში 14 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია მუშაობდა. მათ დაზღვევის 18 სახებაში ჯამურად 393,038,614 ლარი სადაზღვევო პრემია მოიზიდეს (აქედან პირველ სამეულზე სრული პრემიის 60 % მოდიოდა). დაზღვევის სახეობების მიხედვით სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს 45 %-იანი საბაზრო წილით (დაზღვევის 3 ლიდერ სახეობაზე სრულად მოზიდული პრემიის 76 % მოდოდა. წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 23,1862,996 ლარის ზარალი აანაზღაურეს.

ვრცლად »

შიდა მოგზაურობა საქართველოში: 2017 წლის I კვარტალი

საქართველოში შიდა ვიზიტორებმა 2017 წლის იანვარ-მარტში რამდენჯერმე იმოგზაურეს – წლის პირველი კვარტლის ჯამური ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონამდე ვიზიტი შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შიდა ვიზიტების უმრავლესობა მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად (55.2 %) განხორციელდა, ვიზიტების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა მკურნალობა/გაჯანსაღების (12.7 %) და შოპინგის (12.2 %) მიზნით, …

ვრცლად »