ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები რძისთვის და რძის პროდუქტებისთვის. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის – ცხრილებიდან ჩანს, რამხელაა ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ან/და პროდუქტის საექსპორტოდ გაყიდვების პოტენციალი.
რძე და რძის პროდუქტები
| მაჩვენებლები | 2014 | 2015 | 2016 |
| რესურსები (ათასი ტონა) | |||
| მარაგი წლის დასაწყისში | 16 | 17 | 17 |
| ადგილობრივი წარმოება | 589 | 566 | 540 |
| იმპორტი | 71 | 92 | 124 |
| სულ რესურსები | 676 | 675 | 681 |
| გამოყენება (ათასი ტონა) | |||
| პირუტყვის საკვებად | 12 | 12 | 11 |
| სასურსათო მოხმარება | 632 | 634 | 643 |
| დანაკარგები | 7 | 8 | 8 |
| ექსპორტი | 8 | 4 | 3 |
| მარაგი წლის ბოლოს | 17 | 17 | 16 |
| მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) | 676 | 675 | 681 |
| თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % | 90 | 87 | 82 |
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის