სამშაბათი , დეკემბერი 3 2024
geen

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: ფრინველის კვერცხი, 2014-2016

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები ფრინველის კვერცხისთვის. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის – ცხრილებიდან ჩანს, რამხელაა ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ან/და პროდუქტის საექსპორტოდ გაყიდვების პოტენციალი.

ფრინველის კვერცხი
მაჩვენებლები 2014 2015 2016
რესურსები (მლნ. ცალი)
მარაგი წლის დასაწყისში 24 25 28
ადგილობრივი წარმოება 552 602 590
იმპორტი 26 1 4
სულ რესურსები 602 628 622
გამოყენება (მლნ. ცალი)
საინკუბაციოდ 25 30 29
სასურსათო მოხმარება 538 545 550
დანაკარგები 11 12 12
ექსპორტი 3 13 4
მარაგი წლის ბოლოს 25 28 27
მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) 602 628 622
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % 96 102 100

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება