ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები ფრინველის კვერცხისთვის. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის – ცხრილებიდან ჩანს, რამხელაა ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ან/და პროდუქტის საექსპორტოდ გაყიდვების პოტენციალი.
ფრინველის კვერცხი
| მაჩვენებლები | 2014 | 2015 | 2016 |
| რესურსები (მლნ. ცალი) | |||
| მარაგი წლის დასაწყისში | 24 | 25 | 28 |
| ადგილობრივი წარმოება | 552 | 602 | 590 |
| იმპორტი | 26 | 1 | 4 |
| სულ რესურსები | 602 | 628 | 622 |
| გამოყენება (მლნ. ცალი) | |||
| საინკუბაციოდ | 25 | 30 | 29 |
| სასურსათო მოხმარება | 538 | 545 | 550 |
| დანაკარგები | 11 | 12 | 12 |
| ექსპორტი | 3 | 13 | 4 |
| მარაგი წლის ბოლოს | 25 | 28 | 27 |
| მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) | 602 | 628 | 622 |
| თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % | 96 | 102 | 100 |
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის