ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები ხორბლისთვის, სიმინდისთვის, კარტოფილისა და ბოსტნეულისთვის. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის – ცხრილებიდან ჩანს, რამხელაა ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ან/და პროდუქტის საექსპორტოდ გაყიდვების პოტენციალი.
ხორბალი
| მაჩვენებლები | 2014 | 2015 | 2016 | 
| რესურსები (ათასი ტონა) | |||
| მარაგი წლის დასაწყისში | 95 | 48 | 73 | 
| ადგილობრივი წარმოება | 48 | 126 | 127 | 
| იმპორტი | 651 | 647 | 552 | 
| სულ რესურსები | 794 | 821 | 752 | 
| გამოყენება (ათასი ტონა) | |||
| სათესლედ | 14 | 15 | 14 | 
| პირუტყვის საკვებად | 22 | 57 | 30 | 
| სამრეწველო მოხმარება (სპირტის საწარმოებლად) | 5 | 5 | 5 | 
| სასურსათო მოხმარება | 650 | 643 | 624 | 
| დანაკარგები | 13 | 15 | 13 | 
| ექსპორტი | 42 | 13 | 16 | 
| მარაგი წლის ბოლოს | 48 | 73 | 50 | 
| მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) | 794 | 821 | 752 | 
| თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % | 7 | 17 | 19 | 
სიმინდი
| მაჩვენებლები | 2014 | 2015 | 2016 | 
| რესურსები (ათასი ტონა) | |||
| მარაგი წლის დასაწყისში | 179 | 189 | 151 | 
| ადგილობრივი წარმოება | 292 | 185 | 244 | 
| იმპორტი | 57 | 71 | 70 | 
| სულ რესურსები | 528 | 445 | 465 | 
| გამოყენება (ათასი ტონა) | |||
| სათესლედ | 5 | 5 | 4 | 
| პირუტყვის საკვებად | 153 | 129 | 130 | 
| სასურსათო მოხმარება | 144 | 136 | 142 | 
| დანაკარგები | 10 | 7 | 9 | 
| ექსპორტი | 27 | 17 | 7 | 
| მარაგი წლის ბოლოს | 189 | 151 | 173 | 
| მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) | 528 | 445 | 465 | 
| თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % | 91 | 77 | 79 | 
კარტოფილი
| მაჩვენებლები | 2014 | 2015 | 2016 | 
| რესურსები (ათასი ტონა) | |||
| მარაგი წლის დასაწყისში | 59 | 72 | 30 | 
| ადგილობრივი წარმოება | 215 | 187 | 249 | 
| იმპორტი | 31 | 22 | 37 | 
| სულ რესურსები | 305 | 281 | 316 | 
| გამოყენება (ათასი ტონა) | |||
| სათესლედ | 34 | 41 | 37 | 
| პირუტყვის საკვებად | 3 | 3 | 3 | 
| სასურსათო მოხმარება | 189 | 202 | 208 | 
| დანაკარგები | 4 | 3 | 4 | 
| ექსპორტი | 3 | 2 | 14 | 
| მარაგი წლის ბოლოს | 72 | 30 | 50 | 
| მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) | 305 | 281 | 316 | 
| თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % | 88 | 90 | 92 | 
ბოსტნეული
| მაჩვენებლები | 2014 | 2015 | 2016 | 
| რესურსები (ათასი ტონა) | |||
| მარაგი წლის დასაწყისში | 30 | 32 | 49 | 
| ადგილობრივი წარმოება | 154 | 152 | 142 | 
| იმპორტი | 90 | 87 | 90 | 
| სულ რესურსები | 274 | 271 | 281 | 
| გამოყენება (ათასი ტონა) | |||
| სათესლედ | 1 | 1 | 1 | 
| პირუტყვის საკვებად | 2 | 1 | 1 | 
| სასურსათო მოხმარება | 222 | 206 | 232 | 
| დანაკარგები | 7 | 7 | 7 | 
| ექსპორტი | 10 | 7 | 11 | 
| მარაგი წლის ბოლოს | 32 | 49 | 29 | 
| მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) | 274 | 271 | 281 | 
| თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % | 66 | 66 | 64 | 
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”


 business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის
				 
		 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					