შაბათი , აპრილი 26 2025
geen

Tag Archives: სტატისტიკა

ყოველთვიური ენერგეტიკის სტატისტიკური მაჩვენებლები: 2018, აპრილი

2018 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში ელექტროენერგიის მთლიანი წარმოება 4,008.7 გვტ/სთ-ს შეადგენდა, საიდანაც 23 % თბოელექტროსადგურებზე მოდიოდა, 76 % - ჰიდროელექტროსადგურებზე, ხოლო 1 % - ქარის ელექტროსადგურებზე. ელექტროენერგიის იმპორტმა აღნიშნულ პერიოდში წარმოების მოცულობის 14 % შეადგინა, ხოლო ექსპორტმა - 2 %-მდე. იანვარი-აპრილის პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა საქართველოში 448 ათასი ტონა შეადგინა. იანვარი-აპრილის პერიოდში საქართველოში იმპორტირებული იქნა..

ვრცლად »

რთველის სტატისტიკა საქართველოში

რთველის ოფიციალური სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. აქ საშუალება გაქვთ იხილოთ ჩაბარებული ყურძნის მასა, ყურძნის ჯიშები და ღირებულებები წლების მიხედვით (ჯამური და მუნიციპალიტეტების მაჩვენებლები) (აირჩიეთ სასურველი წელი და მაუსი დააწკაპუნეთ მარჯვენა მხარეს მდებარე ლინკზე ''სტატისტიკა''). რთველის სტატისტიკურ მიმოხილვას იხილავთ პანელში "რთველის შეჯამება", აქვე შეგიძლიათ იხილოთ რთველში მონაწილე კომპანიებისა და მარნების ჩამონათვალი.

ვრცლად »

ქართული ღვინის ექსპორტი: 2017

2017 წელს, საქართველოდან, ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობითაა მიღწეული. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის  მაჩვენებელს.   სულ ექსპორტირებულია..

ვრცლად »

ტურიზმი: 2017 წელი, ნოემბერი

საქართველოს მიმდინარე წლის ნოემბერში 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.1%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 201,056 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა  (ზრდა +21.8%). 2017 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი  სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%),  თურქეთიდან  (+6.8%), რუსეთიდან (+35.2%), და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია...

ვრცლად »

ბიზნეს სექტორის პროდუქციის სტრუქტურა: 2017 წლის III კვარტალი

2017 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,4%) და მშენებლობა (21,6%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17,0%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,4%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 29,6 პროცენტიანი წილი უჭირავს. შემდეგი ცხრილი ასახავს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლების ცვალებადობას 2017 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური საქმიანობის სახეების...

ვრცლად »

ბიზნეს სექტორის მონაცემები საწარმოთა ზომის მიხედვით: 2017 წლის III კვარტალი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე 2017 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 41,2% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% - საშუალო, ხოლო 35,7% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 24,7%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,7%. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,2% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე.

ვრცლად »

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი IV

აქ მოცემულია 3 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი აგროწარმოების უკეთესად დაგეგმვისთვის, დაფინანსების მიღებისთვის, საწარმოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის აუცილებელი ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდი srca.gov.ge აქ ცენტრის საქმიანობისა და სიახლეების გარდა შეგიძლიათ იხილოთ ათეულობით აგრორჩევა მეფუტკრეობის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, მევენახეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში. ღვინის ეროვნული …

ვრცლად »

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი I

აქ მოცემულია 2 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკური და ექსპორტ-იმპორტის მონაცემები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი www.geostat.ge სტატისტიკის მწარმოებელი და გამავრცელებელი დაწესებულების ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ და ჩამოტვირთოთ ბიზნეს-სექტორის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტურიზმის, საგარეო ვაჭრობის, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების, დემოგრაფიის და სხვა სფეროების ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები. აქვე იხილავთ ბიზნეს-რეგიტრს, რომელშიც …

ვრცლად »