2016 წლის 3 კვატლის მონაცემების შედარებით 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან, შეიძლება ითქვას, რომ მზარდი საერთო ექსპორტის ფონზე სურსათის წილმა ექსპორტში 12.8 %-დან 8,32 %-მდე დაიკლო. სურსათის ექსპორტის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 16.67 %-ით შემცირდა და 161,35 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საექსპორტო საქონლის პოზიციებს შორის საექსპორტო რაოდენობით სასმელებში ღვინო და მინერალური წყლები ლიდერობს.
| რაოდენობრივ გამოსახულებაში (ათასი ტონა) | 2017 წ. |
| საქონლის დასახელება | 3 კვარტლის ჯამური მაჩვენებელი |
| ხორბალი | 12.1 |
| შაქარი | 7.6 |
| მცენარეული ზეთი | 0.5 |
| ბოსტნეული | 50.5 |
| ხილი | 25.6 |
| მინერალური წყლები (მილიონი ლიტრი) | 104.1 |
| უალკოჰოლო სასმელები (მილიონი ლიტრი) | 22.4 |
| ლუდი (მილიონი ლიტრი) | 3.5 |
| ღვინო (მილიონი ლიტრი) | 39.9 |
| სპირტიანი სასმელები (მილიონი ლიტრი 100% სპირტი) | 19.0 |
ექსპორტირებული საქონლის ღირებულების მიხედვით წამყვანი პოზიციები ღვინოს, სპირტიან სასმელებსა და მინერალურ წყლებს უკავია. მათ მოსდევს ხილი, ბოსტნეული და უალკოჰოლო სასმელები.
| ღირებულებით გამოსახულებაში (მილიონი აშშ დოლარი) | 2017 წ. |
| საქონლის დასახელება | 3 კვარტლის ჯამური მაჩვენებელი |
| ხორბალი | 2.7 |
| შაქარი | 3.9 |
| მცენარეული ზეთი | 0.6 |
| ბოსტნეული | 14.3 |
| ხილი | 59.3 |
| მინერალური წყლები | 67.7 |
| უალკოჰოლო სასმელები | 14.1 |
| ლუდი | 2.7 |
| ღვინო | 116 |
| სპირტიანი სასმელები | 80.6 |
აღნიშნული 10 პოზიციიდან 9 მათგანის საექსპორტო შემოსავალი 2016 წელთან შედარებით გაზრდილია. საერთო ექპორტის ღირებულების შემცირება კი ხილის ექსპორტის რადიკალურ კლებას უნდა მივაწეროთ. ხილის ექსპორტმა 122 მლნ-დან 59 მლნ-მდე დაიკლო.
***
სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის