შაბათი , აპრილი 20 2024
geen

საწარმოთა რაოდენობები საკუთრების ფორმების მიხედვით (01.03.2018)

საქართველოში რეგისტრირებულია 686,552 სუბიექტი, რომელთაგანაც აქტიურია 177,452 ერთეული. სუბიექტთა ყველაზე მეტი რაოდენობა კერძო პირთა საკუთრებაშია, ყველაზე ნაკლები კი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში.

საკუთრების ფორმების მიხედვით რეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობები შემდეგია:

საკუთრების ფორმა სუბიექტთა რაოდენობა აქტიური %
სულ 686,552 177,452 100
კერძო პირები* 676,181 173,333 98.4
კერძო პირი-საქართველოს მოქალაქე 639,725 163,688 93.1
უცხოელი კერძო პირი 29,645 7,252 4.3
კერძო შერეული** 6,811 2,393 1.0
სახელმწიფო*** 6,030 2,871 0.9
მუნიციპალიტეტი 1,875 653 0.3
საკუთრების სხვა ტიპი 2,466 595 0.4

შენიშვნები:

  • ეკონომიკური ერთეული აქტიურად ითვლება, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც: ბრუნვა მეტია ნულზე; დასაქმებულთა რაოდენობა მეტია ნულზე; ხელფასი ან დასაქმებულთა რაოდენობა მეტია ნულზე, აქვს მოგება ან ზარალი; გადაიხადა ნებისმიერი გადასახადი, გარდა მხოლოდ ქონების გადასახადისა.
  • კერძო პირი – ეკონომიკური სუბიექტი, რომლის საწესდებო კაპიტალის 50 %-ზე მეტი კერძო პირის საკუთრებაშია.
  • კერძო შერეული – ეკონომიკური სუბიექტის საწესდებო კაპიტალში საქართველოს მოქალაქისა და უცხოელი კერძო პირის წილობრივი მონაწილეობა.
  • სახელმწიფო – ეკონომიკური სუბიექტი, რომლის საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაშია.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება