საქართველოში რეგისტრირებულია 686,552 სუბიექტი, რომელთაგანაც აქტიურია 177,452 ერთეული. სუბიექტთა ყველაზე მეტი რაოდენობა კერძო პირთა საკუთრებაშია, ყველაზე ნაკლები კი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში.
საკუთრების ფორმების მიხედვით რეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობები შემდეგია:
| საკუთრების ფორმა | სუბიექტთა რაოდენობა | აქტიური | % | 
| სულ | 686,552 | 177,452 | 100 | 
| კერძო პირები* | 676,181 | 173,333 | 98.4 | 
| კერძო პირი-საქართველოს მოქალაქე | 639,725 | 163,688 | 93.1 | 
| უცხოელი კერძო პირი | 29,645 | 7,252 | 4.3 | 
| კერძო შერეული** | 6,811 | 2,393 | 1.0 | 
| სახელმწიფო*** | 6,030 | 2,871 | 0.9 | 
| მუნიციპალიტეტი | 1,875 | 653 | 0.3 | 
| საკუთრების სხვა ტიპი | 2,466 | 595 | 0.4 | 
შენიშვნები:
- ეკონომიკური ერთეული აქტიურად ითვლება, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც: ბრუნვა მეტია ნულზე; დასაქმებულთა რაოდენობა მეტია ნულზე; ხელფასი ან დასაქმებულთა რაოდენობა მეტია ნულზე, აქვს მოგება ან ზარალი; გადაიხადა ნებისმიერი გადასახადი, გარდა მხოლოდ ქონების გადასახადისა.
- კერძო პირი – ეკონომიკური სუბიექტი, რომლის საწესდებო კაპიტალის 50 %-ზე მეტი კერძო პირის საკუთრებაშია.
- კერძო შერეული – ეკონომიკური სუბიექტის საწესდებო კაპიტალში საქართველოს მოქალაქისა და უცხოელი კერძო პირის წილობრივი მონაწილეობა.
- სახელმწიფო – ეკონომიკური სუბიექტი, რომლის საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაშია.
***
სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.


 business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის
				 
		 
						
					 
						
					 
						
					 
						
					