სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

სამაცივრე მეურნეობების კვლევა: 2016

სამაცივრე მეურნეობების რაოდენობები

2016 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 58 იყო, მათგან 63.8 % 2 რეგიონზე (შიდა ქართლი, თბილისი) მოდიოდა.

რეგიონი რაოდენობა %
შიდა ქართლი 25 43.1
თბილისი 12 20.7
იმერეთი 8 13.8
სამეგრელო-ზემო სვანეთი 6 10.3
ქვემო ქართლი 2 3.4
გურია 2 3.4
კახეთი 2 3.4
სამცხე-ჯავახეთი 1  1.7
სერვისები და შესყიდვები

2016 წელს სამაცივრე მეურნეობებში მომსახურება გაეწია 8,107 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 571 ერთეული შეადგინა.

ტევადობა

2016 წელს სამაცივრეებში არსებული კამერების რაოდენობა 365 იყო, მათი ჯამური ტევადობა კი 102,491 კუბური მეტრი იყო.

შენახული პროდუქცია

2016 წლის განმავლობაში 2016 წლის განმავლობაში, მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 280.1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 44,9 %-ს წარმოადგენდა ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 27,1 % მოდიოდა ხორცზე და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 10,6 % – თევზზე, 6,0% – ხილზე და ხილბოსტნეულზე, ხოლო დანარჩენ პროდუქციაზე 6.8 % მოდიოდა.

შენახული პროდუქცის ტიპი მასა (ტონა) %
საკუთარი წარმოების 9,750 3.5
შესყიდული შემდგომი გაყიდვისთვის 13,095 4.7
მომსახურებისთვის 257,271 91.8
სულ 280,116
შემოსავლები

2016 წელს 1 ტონა პროდუქტის შენახვის საშუალო დღიური ფასი 1.5 ლარი იყო. მომსახურების ჯამურმა საფასურმა 15.6 მლნ. ლარი შეადგინა.

დატვირთვა

სამაცივრე მეურნეობების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა თვეების მიხედვით 46.8 %-დან (ნოემბერი) 63.5 %-მდე (იანვარი) მერყეობდა.

ტექნიკური აღჭურვა

სამაცივრე მეურნეობების 60.3 % თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად იყო აღჭურვილი, 27.6 % – ნაწილობრივ, ხოლო 12.1 % საერთოდ არ იყო აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სესხით სარგებლობა

სესხით სარგებლობდა სამაცივრე მეურნეობების 46.6 %. აქედან 63.0 %-ს სესხი აღებული ჰქონდა ძირითადი საშუალებებისთვის, 29.6 %-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 7.4 %-ს – როგორც ძირითადი საშუალებებისთვის, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

კონკურენტუნარიიანობაზე მოქმედი ფაქტორები

სამაცივრე მეურნეობების 16,1% თვლიდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე კომუნალური გადასახადების სიდიდე ახდენს, 15,3 % მნიშვნელოვან ფაქტორად
შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობას ასახელებდა, 15,1 %-ის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, 13,8 % ამის მთავარ მიზეზად მიიჩნევდა სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს, 13,8 % – თანამშრომელთა კვალიფიკაციას, 13,2 % – სუსტ კავშირს მწარმოებლებთან და 12,6% – მომსახურებაზე დაბალ მოთხოვნას.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება