ოთხშაბათი , აპრილი 24 2024
geen

როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა?

 

რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის? საფონდო ბირჟა უზარმაზარი გლობალური ქსელია, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ბაზარს, სადაც დიდი რაოდენობის ფული შემოედინება და გაედინება. საერთო ჯამში, წლიურად ნავაჭრი თანხა 60 ტრილიონ ევროს შეადგენს. ეს აღემატება მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ მთლიან საქონლისა და მომსახურების ღირებულებას.

საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდებით მიდის ვაჭრობა. ფასიანი ქაღალდები აქტივების, ძირითადად კი აქციების ფლობის უფლებებია. აქცია კომპანიის წილია. რატომ ხდება აქციებით ვაჭრობა? აქციის ღირებულება კომპანიაზეა მიბმული. მაგალითად, რაც უფრო დიდია პიცა, მით უფრო დიდი იქნება მისი თითოეული ნაჭერი. კომპანიის შემთხვევაში, თუ მას მოგების მოცულობა გაეზარდა ახალი ბიზნეს მოდელის დანერგვით, ეს ნიშნავს, რომ აქციის ღირებულებაც გაიზრდება. ეს მომგებიანია აქციონერისთვის, რომლის აქციის ღირებულებაც გაიზარდა. თუ ზრდა 38-დან 50-მდე მოხდა, მაშინ აქციის გაყიდვის შემთხვევაში აქციონერს რჩება 12 მოგება. კომპანიას რაც შეეხება, მას შეუძლია აქციები გაყიდოს, შემოსული თანხის ინვესტირება მოახდინოს და ამით ბიზნესი განავრცოს.

იხილეთ სრული ვიდეო. ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ინგლისურ და რუსულ ენებზე. ენის შეცვლა ხდება ვიდეოს ქვედა პანელზე, მარცხნივ მითითებულ settings-ღილაკზე დაჭერით და სასურველი ენის ამორჩევით:

***

სტატიის წყარო Kurzgesagt – in a nutshell

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება