სამშაბათი , დეკემბერი 3 2024
geen

ინფლაცია საქართველოში: 2018 წელი, მაისი

2018 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2.5 % შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 0.7 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0.22 %-ული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-6.6 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.5 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.1 %). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4.0 %), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (1.7 %), ასევე თევზეულზე (1.5 პ%);
  • ტრანსპორტი: ფასები გაზრდილია 1.0 %-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 %-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 %) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 %). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.1 %).

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება