სამშაბათი , აპრილი 23 2024
geen

TED საუბრები: არჩევანის პარადოქსი

TED არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი საქმიანობაც უკავშირდება იდეების გავრცელებას მოკლე, შთამბეჭდავი საუბრების საშუალებით. იგი 1984 წელს შეიქმნა, როგორც კონფერენცია და ფარავდა მხოლოდ ტექნოლოგიას, გართობასა და დიზაინს, ახლა კი მან თითქმის ყველა სფერო მოიცვა მეცნიერებიდან დაწყებული ბიზნესით დამთავრებული. TED-ის მონაწილეები, რომლებიც თითოეულ დისციპლინასა თუ კულტურას წარმოადგენენ, აუდიტორიას უზიარებენ საკუთარ იდეებს, მიდგომებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა თუ კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზებს.  TED-საუბრები ხელმისაწვდომია, როგორც მის ოფიციალურ საიტზე, ასევე youtube გვერდზე.

აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ მცირე მიმოხილვას ბარი შვარცის გამოსვლიდან, რომელიც არჩევანის პარადოქსულობის თემას განიხილავს. ქვემოთ წარმოდგენილ სრულ ვიდეოს ახლავს ქართული სუბტიტრები.

”დასავლური საზოგადოების ოფიციალური დოგმა გულისხმობს, რომ მოქალაქეების კეთილდღეობის მაქსიმიზაციისთვის საჭიროა მათი ინდივიდუალური თავისუფლების მაქსიმიზაცია. თავისუფლების მაქსიმუმამდე ზრდა კი მიიღწევა არჩევანის ზრდის გზით. ეს რწმენა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ექიმიც კი, უწინ თუ პირდაპირ გეუბნებოდათ რა უნდა გაგეკეთებინათ, ახლა გთავაზობთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებს და საბოლოო არჩევანი თქვენ გეკუთვნით. გადაწყვეტილების მიღების ტვირთი და პასუხისმგებლობა თქვენზე გადმოდის. დღეს ადამიანისთვის იდენტობაც არჩევანის საგანი გახდა. ამ ყველაფერს 2 უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე: ამდენი არჩევანის პირობებში ის უფრო ბოჭავს, ვიდრე ათავისუფლებს მას; მაშინაც კი, თუ ადამიანმა შეძლო არჩევანის გაკეთება, საბოლოო ჯამში მაინც ნაკლებად კმაყოფილი იქნება თავისი არჩევანის შედეგით, ვიდრე ნაკლები არჩევანის პირობებში იქნებოდა”.

 

***

სტატიის წყარო TED.com 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება