ქვემოთ მოცემულია მემცენარეობის პროდუქტების საშუალო წლიური ფასები (ლარი/კგ.) ”ფერმის კართან” – ამ პროდუქტების მწარმოებლებისგან შესყიდვის ფასები – 2017 წლისთვის. აგროწარმოებით დაინტერესებულ პირებს ეს მონაცემები გამოადგებათ სხვადასხვა პროდუქტის ფასების წლიური დინამიკის დასანახად და, შესაძლებელია, საკუთარი აგროპროდუქციის ფასების პროგნოზირებისთვისაც.
აგროპროდუქტების საშუალო ფასები ”ფერმის კართან”
| დასახელება | ლარი/კგ. |
| ერთწლიანი კულტურები | |
| ხორბალი | 0.44 |
| ქერი | 0.45 |
| სიმინდი | 0.54 |
| ლობიო | 3.62 |
| კარტოფილი | 0.61 |
| კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი | 0.25 |
| პომიდორი | 0.92 |
| კიტრი | 0.78 |
| ხახვი ბოლქვად | 0.50 |
| მრავალწლოვანი კულტურები | |
| ვაშლი | 0.72 |
| მსხალი | 1.32 |
| ქლიავი, ჭანჭური, ღოღნაშო | 1.03 |
| ბალი, ალუბალი | 1.90 |
| ატამი, ვაშლატამა | 0.53 |
| კაკალი | 3.89 |
| თხილი | 2.94 |
| ყურძენი | 1.09 |
ასევე შეგიძლიათ იხილოთ იგივე მონაცემები 2014-2016 წლებისთვის.
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის