ოთხშაბათი , მაისი 8 2024
geen

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

ყველა მეწარმისა და მეწარმეობის დაწყების მსურველისთვის სასარგებლო და აუცილებელი ინფორმაციის მომცველი და მომსახურების გამწევი ორგანიზაციაა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. აქ იხილავთ ახალი საწარმოს რეგისტრაციისთვის აუცილებელ ინფორმაციას (წესდების ნიმუშები, საკონსულტაციო ბარათები). აქვე შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი საწარმოს  ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. საიტზე განთავსებულია ეკონომიკური საქმიანობის რეესტრი, უძრავი ქონების რეესტრი, სადაც შესაძლებელია მიწის ამონაწერის და სხვა მონაცემების მოძიება. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ბიზნესის რეგისტრაციის სტატისტიკური მონაცემები. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინფორმაციისა და სერვისებისა, რომლებიც თავმოყრილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება