კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

ელევატორების კვლევა: 2016

ელევატორების რაოდენობები

2016 წელს საქართველოში 43 ელევატორი მუშაობდა, მათგან 88.4 % 3 რეგიონზე (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, თბილისი) მოდიოდა.

რეგიონი რაოდენობა %
ქვემო ქართლი 25 58.1
შიდა ქართლი 7 16.3
თბილისი 6 14.0
სამეგრელო-ზემო სვანეთი 2 4.7
იმერეთი 1 2.3
გურია 1 2.3
მცხეთა-მთიანეთი 1 2.3
სულ 43
სერვისები და შესყიდვები

2016 წელს ელევატორებში მომსახურება გაეწია 133 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 88 ერთეული შეადგინა.

ტევადობა

2016 წელს ელევატორების საცავების ჯამური ტევადობა 246,566 კუბური მეტრი იყო, საშრობების კი – 7,090 კუბური მეტრი.

შენახული პროდუქცია

2016 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული  იყო 827.9 ათასი ტონა პროდუქცია, აქედან 88.0 % იყო ხორბალი, 4.8 % – სიმინდი, 2.5 % – სოიოს შროტი, 2.2 % ფქვილი, 1.5 % – ალაო, დანარჩენ პროდუქციაზე 1 % მოდიოდა.

შენახული პროდუქცის ტიპი მასა (ტონა) %
საკუთარი წარმოების  159,010 19.2
შესყიდული შემდგომი გაყიდვისთვის  396,069 47.8
მომსახურებისთვის  272,777 32.9
სულ  827,856
შემოსავლები და ხარჯები

2016 წელს 1 ტონა პროდუქტის შენახვის საშუალო დღიური ფასი 3 ლარი იყო. მომსახურების ჯამურმა საფასურმა 1.5 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა – 1.1 მლნ. ლარი.

დატვირთვა

ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა თვეების მიხედვით 43.9 %-დან (დეკემბერი) 69.9 %-მდე (იანვარი) მერყეობდა.

ტექნიკური აღჭურვა

ელევატორების 25,6 % თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად იყო აღჭურვილი, 27,9 % – ნაწილობრივ, ხოლო 46,5 % საერთოდ არ იყო აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სესხით სარგებლობა

სესხით სარგებლობდა ელევატორების 30.2 %. აქედან 23.1 %-ს სესხი აღებული ჰქონდა ძირითადი საშუალებებისთვის, 61,5 %-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 15,4 %-ს – როგორც ძირითადი საშუალებებისთვის, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

კონკურენტუნარიიანობაზე მოქმედი ფაქტორები

ელევატორების 25.7 % თვლიდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს, 14,7 %-მა მნიშვნელოვან ფაქტორად ფინანსურ რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა დაასახელა, 13,4 %-ის აზრით კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს თანამშრომელთა კვალიფიკაცია, 12,7 %-მა მთავარ მიზეზად კომუნალური გადასახადების სიდიდე, 12,1 %-მა – მწარმოებლებთან სუსტი კავშირი, 11,7 %-მა – სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს და 9,8 %-მა – მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა დაასახელა.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება