შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სიახლეები

2014 წელს დაბადებულ საწარმოთა გადარჩენა 2015-2016 წლებში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2014 წელს საქართველოში შეიქმნა 27,354 ახალი საწარმო, ამათგან 2015 წელს აქტიური იყო 19,753 საწარმო (72.2 %), ხოლო მე-2 წელს აქტიური იყო 2014 წელს დაარსებული საწარმოების 54.3 % (14,858 საწარმო). შემდეგი ლინკიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 2014 წელში დაბადებულ საწარმოთა გადარჩენის მაჩვენებლები 2015-2016 წლებში, საქმიანობის სახეების (სექციები) მიხედვით. …

ვრცლად »

შიდა მოგზაურობა საქართველოში: 2018, იანვარი – მარტი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში წარმოადგენს 2018 წლის I კვარტალში საქართველოში შიდა მოგზაურობის სტატისტიკურ მიმოხილვას. შიდა მოგზაურობა არის მოცემულ პერიოდში საქართველოს რეზიდენტების მოგზაურობა ჩვეული გარემოს გარეთ, რომლის განმავლობაშიც ისინი ახორციელებენ დანახარჯებს აქტივობებსა და განთავსების საშუალებებზე, რითაც წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. გამოცემის მთავარ ინტერესს წარმოადგენს დასვენებისა და რეკრეაციის..

ვრცლად »

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შედეგები: 2013 – 2018, აგვისტო

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლის მარტიდან ახორციელებს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს. 2013 წლის 1-ლი მარტიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით ბანკების მიერ 19,186 უნიკალურ ბენეფიციარზე გაცემულია ჯამურად 1,727,880,027 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აქედან სახელმწიფოს მიერ სესხის პროცენტის დაფინანსებამ 219,718,018 ლარი შეადგინა 2013-2017 წლებში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული 13,000 ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამურად გადახდილია..

ვრცლად »

დაქირავებით მომუშავე სამუშაო ძალა საქართველოში: 2018, III კვარტალი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში მოცემულია საქართველოში დაქირავებულ პირთა რაოდენობა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების, საკუთრების ფორმები, რეგიონებისა და საქმიანობის სახეების მიხედვით. თითოეულ ცხრილში საშუალება გეძლევათ შეადაროთ ერთმანეთს მსხვილ, საშუალო და წვრილ საწარმოებში დაქირავებით მომუშავე პირთა რაოდენობები, ასევე იხილოთ დაქირავებულ ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის..

ვრცლად »

გაზეთი ”ჩვენი სოფელი” # 37

გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთის ”ჩვენი სოფელი” 2018 წლის ოქტომბრის ნომერი. მასში იხილავთ სტატიებს: რთველი 2018; ლევან დავითაშვილმა კატარის სახელმწიფოს დელეგაციას უმასპინძლა; ქართული ღვინო; ინტერვიუ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძესთან; ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე; მთავრობის ახალი ინიციატივა კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი; წარმატების ისტორიები..

ვრცლად »

საწარმოთა საქმიანობის შედეგები: 2018, III კვარტალი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველკვარტლურად აქვეყნებს საქართველოში არსებული საწარმოების საქმიანობის შედეგებს. ანგარიში მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის, პროდუქციის გამოშვების მოცულობის, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის, ბიზნეს სექტორის ბრუნვისა და პროდუქციის სტრუქტურის, დასაქმებულთა რაოდენობის სტრუქტურის, ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ბიზნეს სექტორის ბრუნვის  შესახებ..

ვრცლად »

ბიზნეს სექტორის მიმოხილვა: 2018, III კვარტალი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულია ბიზნეს სექტორის სრული ბრუნვის 2016, 2017 და 2018 წლის III კვარტლის სტატისტიკური მონაცემები. ეს ინფორმაცია დაყოფილია საქმიანობის სახეების მიხედვით. ამასთან შეგიძლიათ იხილოთ პროდუქციის გამოშვების რაოდენობრივი მონაცემები თითოეულ სექტორში და შეადაროთ წინა წლების მონაცემებს. ანგარიში მოიცავს დასაქმებულთა რაოდენობას დარგობრივად და მათი ცვლილების დინამიკას უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში..

ვრცლად »

ინფლაცია საქართველოში: 2018, ნოემბერი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად აქვეყნებს საქართველოში არსებული ინფლაციის სტატისტიკურ მონაცემებს. მისი ანგარიში მოიცავს ინფლაციის მაჩვენებელს ნოემბრის თვეში, ფასების პროცენტულ ცვლილებას სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფებზე, სასაქონლო ჯგუფებს, რომელთა ფასების ცვლილებამაც გავლენა იქონია ინფლაციის სიდიდეზე, წლიური ინფლაციის ცვლილებაზე მოქმედ ფაქტორებს..

ვრცლად »

ტურისტული სერვისის მიმწოდებლები: განთავსების საშუალებები (2016-2018)

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მიერ მომზადებულ ცხრილში წარმოადგენილია ინფორმაცია 2016 – 2018 წლების პერიოდში საქართველოში არსებული ტურისტული განთავსების საშუალებების შესახებ. ცხრილში იხილავთ სტატისტიკურ მონაცემებს განთავსების ობიექტების რაოდენობის, ტიპის, მათი რეგიონული ადგილმდებარეობის, მშენებარე და ახალი სასტუმროების შესახებ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხრილი “ტურისტული სერვისის მიმწოდებლები: განთავსების საშუალებები (2016-2018)” იხილეთ აქ. *** სტატია შექმნილია ტურიზმის …

ვრცლად »

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2018, III კვარტალი (წინასწარი)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველკვარტლურად შეიმუშავებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგომარეობის ანგარიშს. მასში მოცემულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკური მონაცემები, მათი ზრდის ან კლების გამომწვევი მიზეზები, 2016-2018 წლების დინამიკა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით, ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალი, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი 2018 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში განხორციელებულ..

ვრცლად »