პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

დასაქმება და უმუშევრობა: 2018, ივლისი – სექტემბერი

2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 %-ული პუნქტით გაიზარდა და 12.2 % შეადგინა.

2018 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64.3 % შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე გაზრდილია 0.3 %-ული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0.3 %-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.9 %-ული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 %-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 %-ული პუნქტით არის გაზრდილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში “დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში – 2018 წლის მესამე კვარტალი” იხილეთ აქ.

***

სტატიის წყაროა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება