სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

ბაზრები

სასაკლაოების კვლევა: 2016 წელი

2016 წელს საქართველოში 86 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 65 % 4 რეგიონზე (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა. 2016 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 34,457 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2016 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 311,313 სული პირუტყვი, მათ შორის 59.7 % მსხვილფეხა, ხოლო 40.3 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

ვრცლად »

შიდა მოგზაურობა საქართველოში: 2016 წელი

საქართველოში შიდა ვიზიტორებმა წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმოგზაურეს - 2016 წელს ჯამური ვიზიტების რაოდენობამ 13 მილიონამდე ვიზიტი შეადგინა, რაც 5%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. შიდა ვიზიტების უმრავლესობა მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად (52.5 %) განხორციელდა, ვიზიტების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა შოპინგის (12.3 %) და მკურნალობა/გაჯანსაღების (11.1 %) მიზნით, ხოლო დასვენების, გართობის და რეკრეაციის მიზნით განხორციელებულ ვიზიტების რაოდენობამ 9 % შეადგინა.

ვრცლად »

ქართული წიგნის ბაზრის კვლევა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარებულია ქართული წიგნის ბაზრის კვლევა. კვლევაში შესულია შემდეგი საკითხები: საგამომცემლო ბაზრის აღწერა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცემები წიგნების გამოცემა დისტრიბუცია / სადისტრიბუციო არხები წიგნის მაღაზიები ელექტრონული წიგნის მაღაზიები ლიტერატურული კონკურსები მკითხველი ბიბლიოთეკები ქართული წიგნის ბაზრის კვლევა 2013-2015 წლების მონაცემებს მოიცავს, თუმცა ის მაინც საინტერესო და სასარგებლო იქნება …

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2016 წელი

საქართველოში 2016 წელს 6,360,503 ტურისტი შემოვიდა (ეს 8 %-ით, 459,409 ადამიანით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან (1,523,703), სომხეთიდან (1,496,437), თურქეთიდან (1,256,561) და რუსეთიდან (1,038,750) გვესტუმრა - მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (5,315,451 ადამიანი) იყო ტურისტთა სრული რაოდენობის 84 % შეადგინა.

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: განთავსების საშუალებები 2016 წელს

საქართველოში 2016 წელს 6,360,503 საერთაშორისო ტურისტი შემოვიდა, შიდა ვიზიტორთა ვიზიტების ჯამურმა რაოდენობამ კი 13 მილიონამდე შეადგინა. 2016 წლის ბოლოს ქვეყანაში ტურისტთა და შიდა ვიზიტორთა განთავსების 1,765 ობიექტი მოქმედებდა ჯამურად 24,297 ოთახით და 57,049 საწოლი ადგილით. 2016 წელს საქართველოში 37 ახალი სასტუმრო გაიხსნა, ხოლო მშენებლობის პროცესში 129 სასტუმრო იყო.

ვრცლად »

რეიტინგი: Doing Business

მსოფლიო ბანკის პროექტი Doing Business – ბიზნესის კეთება – თითოეულ ქვეყანას ანიჭებს სათანადო პოზიციას იმის მიხედვით, თუ ამ ქვეყანაში რამდენად ხელსაყრელია გარემო ბიზნესის წარმოებისთვის. 2017 წლის რეიტინგში 190 ქვეყნის შეფასებაა წარმოდგენილი. რაც უფრო მაღალია ქვეყნის რეიტინგი, მით უფრო ხელსაყრელი გარემოა ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისა და საქმიანობისთვის. ბიზნესის კეთების ჯამური რეიტინგი მიიღება …

ვრცლად »