კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

ბაზრები

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის

სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და..

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: მარტი, 2018

2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.5%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 659,338 შეადგინა, (ზრდა +28.2%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-3.9%), სომხეთიდან (+15.8%), თურქეთიდან (+21.8%), რუსეთიდან (+25.5%) და ირანიდან (+63.9%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან..

ვრცლად »

შრომის ბაზრის ანალიზი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ''საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზის'' დოკუმენტში გაანალიზებულია დასაქმებისა და უმუშევრობის მიმართულებით არსებული ტენდენციები, მათ შორის სექტორულ, ასაკობრივ, გენდერულ და რეგიონულ ჭრილში. იგი მოიცავს შრომის ბაზრის მიწოდებისა და მოთხოვნის კომპონენტებს და ამასთან განსაზღვრავს იმ ძირითად სექტორებს, რომლებშიც განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური აქტივობაა მოსალოდნელი მომდევნო წლების განმავლობაში..

ვრცლად »

უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევა

საინტერესო კვლევა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ''უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის'' ანგარიშში იხილავთ საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პროფესიების ანალიზს, ძირითადი პროფესიული უნარების დეფიციტისა და არსებული საჭიროებების შეფასებას ეკონომიკური სექტორების მიხედვით, არსებული სამუშაო ძალის უნარების შესაბამისობის ანალიზს, დამსაქმებლების დამოკიდებულების სურათს..

ვრცლად »

ღვინის ექსპორტი: 2018 წლის 1-ლი კვარტალი

ღვინი ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 24 %-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17.7 მლნ. (0.75 ლტ. მოცულობის) ბოთლის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია $ 40.5 მლნ.-მდე ღირებულების ღვინო. თანხის მიხედვით ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა. ექსპორტმა მოიმატა როგორც ევროპის, ისე აშშ-ის, აზიისა და ..

ვრცლად »

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი: 2018 წ. იანვარი-მარტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია წინა წელთან შედარებით თითქმის 35 %-ით გაზრდილია. კერძოდ, 2018 წლის 1-ლი აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 207.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34.7 %-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებულია 154.0 მლნ აშშ დოლარის …

ვრცლად »

ეკონომიკური ტენდენციები: ფასების დონე, საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ეროვნული ბანკი მისდევს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. 2017 წლისთვის წლიური ინფლაცია 6.0 %-ს შეადგენდა, რაც მიზნობრივ 4 %-იან მაჩვენებელზე მაღალია. თუმცა, მიზნობრივიდან აღნიშნული გადახრა გამომდინარეობს ერთჯერადი ფაქტორებიდან, რაც დაკავშირებულია 2017 წელს განხორციელებული ფისკალური რეფორმის შედეგად აქციზის გადასახადის ცვლილებით (თამბაქოზე, საწვავსა და ავტომობილებზე). 2017 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების..

ვრცლად »

”დაბადებული” და გადარჩენილი საწარმოების რაოდენობები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს – 2012 წელს ”დაბადებული” 30,229 საწარმოდან 4 წლის შემდეგ აქტიურ საქმიანობას 12,216 საწარმო (40.4 %) აგრძელებდა (საწარმოს დაბადება ეწოდება ისეთ ბიზნეს დემოგრაფიულ მოვლენას, რომლის დროსაც ადგილი აქვს სრულიად ახალი საწარმოო ფაქტორების თავმოყრას ან საწარმოს გააქტიურებას მას შემდეგ, რაც შეჩერებული ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა 2 …

ვრცლად »

ეკონომიკური ტენდენციები: მშპ, ეკონომიკური ზრდა

2017 წლის მესამე კვარტლისთვის, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ვაჭრობა (ზრდა 9.3, წვლილი მთლიან ზრდაში 1.4 %); მშენებლობა (ზრდა 9.3, წვლილი მთლიან ზრდაში 0.7 %); დამამუშავებელი მრეწველობა (ზრდა 4.2, წვლილი 0.4 %); ოპერაციები უძრავი ქონებით (ზრდა 6.3, წვლილი 0.3 %); სასტუმროები და რესტორნები (ზრდა 12.6, წვლილი 0.3 %); ტრანსპორტი (ზრდა 3.8, წვლილი 0.2 %); ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის ოქტომბერში რეალური ზრდა 5.7 %-ზე დაფიქსირდა, ნოემბერში..

ვრცლად »

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი: 2017 (წინასწარი მონაცემები)

წინასწარი მონაცემებით 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 38  042,2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც  11,8 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0 %-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 %-ით განისაზღვრა. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,6 %) და მრეწველობა (16,4 %). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,4 %), მშენებლობა ...

ვრცლად »