შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ბაზრები

მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში: 2018, I კვარტალი

2018 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 150,2 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,3 %-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4,3 %-ით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,4 %), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (13,4 %)..

ვრცლად »

რეიტინგი: Fraser Institute – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (2017 წლის რეპორტი)

Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გვაჩვენებს, თუ რამდენად უწყობს ხელს ქვეყნის პოლიტიკა და ინსტიტუციები ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. ინდექსი იზომება შემდეგი კომპონენტების ანალიზის საფუძველზე: მთავრობის ზომა: მთავრობის დანახარჯები, გადასახადები და სახელმწიფო საწარმოები სამართლებრივი სტრუქტურა და ქონებრივი უფლებების დაცვა მყარი ვალუტა საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება საკრედიტო ბაზრის, შრომის ბაზრის და ბიზნესის რეგულირება Fraser …

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: მაისი, 2018

2018 წლის იანვარი-მაისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 2,834,576  ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (485,733),  თურქეთიდან (424,686), სომხეთიდან (420,021), რუსეთიდან (410,619) და ირანიდან (116,318) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-მაისის თვეში გამოირჩნენ: გერმანია +37.3 %, საფრანგეთი.. 

ვრცლად »

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2018, I კვარტალი (წინასწარი)

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 %-ით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა..

ვრცლად »

ინფლაცია საქართველოში: 2018 წელი, მაისი

2018 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2.5 % შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე..

ვრცლად »

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას შეიძლება დასჭირდეს ექსპერტიზა სხვადასხვა მიმართულებით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას და მისი მომსახურებით სარგებლობენ სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები, სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები. ბიურო ახორციელებს სრულფასოვან დამოუკიდებელ ექსპერტიზებს შემდეგ დარგებში: დოკუმენტების ტექნიკური და..

ვრცლად »

სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგები: 2018, I კვარტალი

2018 წლის I კვარტალში საქართველოში 103 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან, 19,3 % - ქვემო ქართლში, 14,6 % - შიდა ქართლში, 14,6 % - კახეთში, 13,6 % - იმერეთში, 9,7 % - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 28,2 % - სხვა რეგიონებშია განთავსებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის I კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 112,4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 42, 4 %  მსხვილფეხა, ხოლო 57,6 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო..

ვრცლად »

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: 2018 წ. იანვარ-აპრილი (წინასწარი)

2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3,786.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 %-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 961.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (22.0 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2 824.8 მლნ. აშშ დოლარი (22.3 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 863.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2 % შეადგინა..

ვრცლად »

ღვინის ექსპორტი: 2018 წლის იანვარი-აპრილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 43 ქვეყანაში 0.75 ლიტრი ტევადობის 25 მლნ. ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 36 %-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია $ 59.2 მილიონამდე ღირებულების ღვინო - თანხის მიხედვით ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43 % შეადგინა. ექსპორტის მიხედვით ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (ექსპორტირებულია 16,246,021 ბოთლი ღვინო), უკრაინა (2,389,280),  ჩინეთი  (1,802,792)..

ვრცლად »

საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის

საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.  ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკას 2020 წლამდე 6 ძირითადი პრიორიტეტი1 აქვს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური,..

ვრცლად »