ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

ღვინის ექსპორტი: 2018 წლის იანვარი-აპრილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 43 ქვეყანაში 0.75 ლიტრი ტევადობის 25 მლნ. ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 36 %-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია $ 59.2 მილიონამდე ღირებულების ღვინო – თანხის მიხედვით ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43 % შეადგინა.

ექსპორტის ზრდა

ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ის, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

  • იაპონია – ზრდა = 139 % (სულ ექსპორტირებულია 73,122 ბოთლი ღვინო)
  • ჩეხეთი – 90 % (212,88)
  • დიდი ბრიტანეთი – 89 % (40,740)
  • ყაზახეთი – 84 % (1,108,938)
  • ნიდერლანდები – 83 % (29,793)
  • სამხრეთ კორეა 76 % (31,380)
  • ბელარუსი – 75 % (321,258)
  • გერმანია – 66 % (241,540)
  • ლიტვა – 51 % (172,020)
  • რუსეთი – 47 % (16,246,021)
  • ლატვია – 32 % (526,380)
  • უკრაინა – 27 % (2,389,280)
  • პოლონეთი – 24 % (1,012,774)
  • ესტონეთი – 19 % (1,858,926)
  • აშშ – 4 % (105,568)…
პირველი ხუთეული

ექსპორტის მიხედვით ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (ექსპორტირებულია 16,246,021 ბოთლი ღვინო), უკრაინა (2,389,280),  ჩინეთი  (1,802,792), ყაზახეთი  (1,108,938) და პოლონეთი (1,012,774).

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 147-მა კომპანიამ განახორციელა.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება