შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ბაზრები

რთველის სტატისტიკა საქართველოში

რთველის ოფიციალური სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. აქ საშუალება გაქვთ იხილოთ ჩაბარებული ყურძნის მასა, ყურძნის ჯიშები და ღირებულებები წლების მიხედვით (ჯამური და მუნიციპალიტეტების მაჩვენებლები) (აირჩიეთ სასურველი წელი და მაუსი დააწკაპუნეთ მარჯვენა მხარეს მდებარე ლინკზე ''სტატისტიკა''). რთველის სტატისტიკურ მიმოხილვას იხილავთ პანელში "რთველის შეჯამება", აქვე შეგიძლიათ იხილოთ რთველში მონაწილე კომპანიებისა და მარნების ჩამონათვალი.

ვრცლად »

საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის პოტენციალი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის პოტენციალი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის შეფასება; ღირებულებათა ჯაჭვის შეფასება; ICT სექტორის ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე; დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი და სექტორის განვითარება..

ვრცლად »

საქართველოს გართობის ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს გართობის ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი; ბიზნეს-გარემო; ეკონომიკური პერსპექტივა; ტურიზმის მიმოხილვა; კაზინოები; თამაშების რეგულაცია საქართველოში; კვება და სასმელები; ღამის კლუბები; სტადიონები და არენები; ფიტნესი და ცურვა; თეატრები და საკონცერტო დარბაზები; კვლევა მომზადებულია Colliers International-ის მიერ სააგენტოსთვის ''აწარმოე საქართველოში''..

ვრცლად »

საქართველოს სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი ბიზნეს-გარემო ეკონომიკური პერსპექტივა საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში თბილისის სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზრის მიმოხილვა ქუთაისის სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზრის მიმოხილვა...

ვრცლად »

სასტუმროების საშუალო ფასები: 2018, მაისი

2018 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა1 137 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, თბილისში დაფიქსირდა - 157 ლარი. (საშუალოზე 15%-ით მაღალი). 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 232 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა მსგავსად, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის თბილისში დაფიქსირდა - 261 ლარი (საშუალოზე 13%-ით მაღალი). 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო..

ვრცლად »

სასარგებლო ინსტრუმენტები: ვალუტის კურსები

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია სასარგებლო ინსტრუმენტი - ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები - რომლითაც შეგიძლიათ იხილოთ ვალუტების კურსები კონკრეტული თარიღების მიხედვით, დაწყებული 1993 წლიდან დღემდე. ამავე გვერდზე ზემოთა მარჯვენა კუთხეში შეგიძლიათ იხილოთ ლინკები, საიდანაც შეძლებთ შემდეგი მონაცემების ჩამოტვირთვას: ''ოფიციალური ყოველდღიური გაცვლითი კურსები (2018)'', ''ოფიციალური ყოველდღიური გაცვლითი კურსები (2001-2017)''...

ვრცლად »

სადაზღვევო ბაზარი: 2017 წლის 12 თვე

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით 2017 წლის ბოლოს რეგისტრირებული იყო 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობდა სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი - მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2017 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 441.4 მლნ. ლარი შეადგინა, ანაზღაურებული ზარალების სიდიდე კი 248.8 მლნ. ლარი იყო. 2017 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების წმინდა...

ვრცლად »

მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონები და ღვინის ჯიშები საქართველოში

საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია თავისი მდიდარი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის კულტურით. საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადი მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებია: კახეთი (შიდა კახეთი, გარე კახეთი) - კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინიდან 14 კახეთში იწარმოება: წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კახეთი, კოტეხი, ნაფარეული, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ახაშენი, ყვარელი. ქართლი (ქვემო..

ვრცლად »

სადაზღვევო ბაზარი: სტატისტიკური და ფინანსური მონაცემების ბაზა

წლების მიხედვით მთლიანად სადაზღვევო ბაზრის და ცალკეული სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებ-გვერდზე. ამ სამსახურის მონაცემებით 2017 წლის ბოლოს რეგისტრირებული იყო 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობდა სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი - მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2017 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ...

ვრცლად »

საქონლით საგარეო ვაჭრობა საქართველოში: 2018, I იანვარი-მაისი

2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.5 %-ით მეტია; აქედან ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.0 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.9 მლნ. აშშ დოლარს (23.4 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 326.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 % შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე..

ვრცლად »