შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

აგრომეწარმეობა

მემცენარეობის პროდუქტების საშუალო ფასები ”ფერმის კართან”: 2017

ქვემოთ მოცემულია მემცენარეობის პროდუქტების საშუალო წლიური ფასები (ლარი/კგ.) ''ფერმის კართან'' - ამ პროდუქტების მწარმოებლებისგან შესყიდვის ფასები - 2017 წლისთვის. აგროწარმოებით დაინტერესებულ პირებს ეს მონაცემები გამოადგებათ სხვადასხვა პროდუქტის ფასების წლიური დინამიკის დასანახად და, შესაძლებელია, საკუთარი აგროპროდუქციის ფასების პროგნოზირებისთვისაც. აგროპროდუქტების საშუალო ფასები ''ფერმის კართან''..ასევე შეგიძლიათ იხილოთ იგივე მონაცემები 2014-2016 წლებისთვის..

ვრცლად »

გაზეთი ”ჩვენი სოფელი” # 34

გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთის ”ჩვენი სოფელი” 2018 წლის ივნისის ნომერი. მასში იხილავთ სტატიებს: ატმის სეზონი; "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II" შემაჯამებელი კონფერენცია; ქართული ღვინო; ბოლნური ღვინოები; გარემოსდაცვითი კონტროლი;  თუშეთის ეროვნული პარკი; წარმატების ისტორიები; კივის სარეველები; აზიური ფაროსანა; ტრიტიკალეს მოვლა-მოყვანა; სტატია შექმნილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემთა..

ვრცლად »

აგროპროდუქტების საშუალო საცალო ფასები კვარტლების მიხედვით: 2017 წელი

ქვემოთ მოცემულია 13 აგროპროდუქტის საშუალო საცალო კვარტალური ფასები (ლარებში 100 კილოგრამზე) 2017 წ. კვარტლების მიხედვით წლებში. აგროწარმოებით დაინტერესებულ პირებს ეს მონაცემები გამოადგებათ სხვადასხვა პროდუქტის ფასების დინამიკის დასანახად და, შესაძლებელია, საკუთარი აგროპროდუქციის ფასების პროგნოზირებისთვისაც.. აგროპროდუქტების კვარტალური ფასები..აქ შეგიძლიათ იხილოთ აგროპროდუქტების საშუალო საცალო კვარტალური ფასები 2016 წლისთვის..

ვრცლად »

რეფორმეტრი: საპენსიო რეფორმა

2018 წლის 8 ივნისს, რეფორმეტრის მეორე ფაზა საპენსიო რეფორმის შეფასებით დასრულდა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის რეფორმის 38,8%-ია შესრულებულია და ეს მაჩვენებელი I ფაზის შემდეგ არ გაზრდილა.  ეროვნული ბანკის აზრით, მათი როლი საპენსიო რეფორმაში მკაფიოდ არის განსაზღვრული. უნდა შეიქმნას ორი დამოუკიდებელი საბჭო: სამეთვალყურეო და საინვესტიციო. სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი ფუნქცია ფონდის მიმდინარე ყოველდღიური საქმინაობის წარმართვაა..

ვრცლად »

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD)

ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგ ძირითად საკითხებს..

ვრცლად »

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების ინდექსი (G-EPI)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინდექსი (G-EPI) წარმოადგენს ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მონაცემების კომბინაციას და გვიჩვენებს რამდენად არის გადახრილი არსებული მდგომარეობა სასურველისგან. ინდექსის გაანგარიშებაში მონაწილე მაჩვენებლები და მათი სასურველი სიდიდეები შეირჩა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020-ის მიხედვით. G-EPI-ს გაანგარიშებაში მონაწილეობს 5 მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ცვლადი: მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), ინფლაცია..

ვრცლად »

რეფორმეტრი: სოფლის მეურნეობის რეფორმა

პროექტს "რეფორმეტრი" ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G-ის მხარდაჭერით. მისი მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. პროექტმა უნდა გაზარდოს როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, ისე ნდობა მთავრობას, კერძო სექტორსა და ზოგადად საზოგადოებას შორის. 2017 წლის 14 დეკემბერს, რეფორმეტრის მეორე ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო..

ვრცლად »

რთველის სტატისტიკა საქართველოში

რთველის ოფიციალური სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. აქ საშუალება გაქვთ იხილოთ ჩაბარებული ყურძნის მასა, ყურძნის ჯიშები და ღირებულებები წლების მიხედვით (ჯამური და მუნიციპალიტეტების მაჩვენებლები) (აირჩიეთ სასურველი წელი და მაუსი დააწკაპუნეთ მარჯვენა მხარეს მდებარე ლინკზე ''სტატისტიკა''). რთველის სტატისტიკურ მიმოხილვას იხილავთ პანელში "რთველის შეჯამება", აქვე შეგიძლიათ იხილოთ რთველში მონაწილე კომპანიებისა და მარნების ჩამონათვალი.

ვრცლად »

მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონები და ღვინის ჯიშები საქართველოში

საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია თავისი მდიდარი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის კულტურით. საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადი მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებია: კახეთი (შიდა კახეთი, გარე კახეთი) - კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინიდან 14 კახეთში იწარმოება: წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კახეთი, კოტეხი, ნაფარეული, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ახაშენი, ყვარელი. ქართლი (ქვემო..

ვრცლად »

საქართველოს სოფლის მეურნეობა: 2017

2017 წელს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა 1.565 მლნ ადამიანს შეადგენდა, რაც მთელი მოსახლეობის 42 %-ია. მათგან 8.2 %-ის დასაქმების სფეროს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, ნადირობა და თევზჭერა; 16.4 %-ის - მრეწველობა; 9.3 %-ის - მშენებლობა; 17.6 %-ის - ვაჭრობა; 10.2 %-ის - ვაჭრობა, ხოლო დანარჩენი 38.3 % სხვა კატეგორიებში ნაწილდებოდა.  ქვემოთ მოცემული პუბლიკაციის მონაცემები ეფუძნება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერას, რომელიც 2016 წელს შერჩევის ზომის..

ვრცლად »