სამშაბათი , ივნისი 17 2025
geen

Magda Gzirishvili

ფასწარმოქმნა: ძირითადი მიდგომები

პროდუქტის ხარჯები ქმნის ფასის ქვედა ზღვარს (ე.წ. ,,ფასის იატაკს’’), ხოლო მომხმარებლის მიერ პროდუქტის ფასეულობის აღქმა ქმნის ფასის ზედა ზღვარს (ე.წ. ,,ფასის ჭერს’’). კომპანიამ თავისი პროდუქციისთვის, შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, ზემოხსენებულ ორ ზღვარს შორის უნდა შეარჩიოს საუკეთესო ფასი. კომპანიები აწესებენ ფასებს ფასწარმოქმნის ზოგადი მიდგომების მიხედვით.

ვრცლად »

სასაკლაოების კვლევა: 2017 წლის იანვარი-ივნისი

2017 წლის ივნისში საქართველოში 74 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 65 % 4 რეგიონზე (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა. 2017 წლის 1-ლ კვარტალში სასაკლაოებში დაკლულია 74.4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 56.3 % მსხვილფეხა, ხოლო 43.7 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,463.2 ათასი ერთეული იყო. 2017 წლის მე-2 კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 91.9 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 49.9 % მსხვილფეხა, ხოლო 50.1 % - წვრილფეხა. დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,499.1 ათასი ერთეული იყო.

ვრცლად »

სადაზღვევო ტერმინები

გთავაზობთ რამდენიმე სადაზღვევო ტერმინის განმარტებას, რაც შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო სადაზღვევო მოთხოვნების შემუშავებაში, სადაზღვევო პროდუქტის შეძენის პროცესში, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების უკეთ გაგებაში. აჯასტერი პირი, რომელიც სპეციალიზირებულია ზარალების რეგულირების საქმეში. აჯასტერი მოქმედებს მზღვეველის დავალებით სადაზღვევო პრეტენზიების რეგულირების ეტაპზე, შეისწავლის ზარალის გარემოებებსა და სიდიდეს, ადგენს სადაზღვევო ანაზღაურების სიდიდეს. აკვიზიციური ხარჯები მზღვეველის …

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2017 წლის იანვარი-ივლისი

საქართველოში 2016 წელს 3,978,657 ტურისტი შემოვიდა (ეს 17 %-ით, 572,195 ადამიანით აღემატება 2016 წლის პირველი 7 თვის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან (928,170), სომხეთიდან (851,759), რუსეთიდან (726,214) და თურქეთიდან (672,363) გვესტუმრა – მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (3,178,506 ადამიანი) ტურისტთა სრული რაოდენობის 80 % შეადგინა.

ვრცლად »

სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის დასაგეგმად

თუ ტურიზმის სფეროში საქმიანობთ ან აპირებთ საქმიანობის დაწყებას, თქვენთვის სასარგებლო იქნება ”სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის დასაგეგმად”, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა. ”ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სწრაფად მზარდ სექტორს. მისი მნიშვნელობა დიდია საქართველოშიც, სადაც იგი განვითარების აქტიურ ეტაპზე იმყოფება და აქვს პოტენციალი კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის …

ვრცლად »

რეიტინგი: კორუფციის აღქმის ინდექსი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსი გვაჩვენებს კორუფციის საერთო მოცულობას (სიხშირე ან/და კორუფციული გარიგებების მოცულობა) პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სექტორში და ახდენს ქვეყნების რანგირებას კორუფციის აღქმის მიხედვით. ინდექსი ეფუძნება ბიზნესში ჩართული პირების და ანალიტიკოსების გამოკითხვებს და 12 დაწესებულების შეფასებებს (ეს დაწესებულებებია the African Development Bank, the Bertelsmann Foundation, the Economist Intelligence Unit, Freedom …

ვრცლად »

რეიტინგი: Heritage Foundation – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გვაჩვენებს, თუ რამდენად უწყობს ხელს მთავრობა კერძო პირებისა და ბიზნესის ეკონომიკურ თავისუფლებას. ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში მთავრობა ხელს უწყობს შრომას, კაპიტალსა თუ საქონელს თავისუფლად მოძრაობასა და განვითარებაში. ინდექსი დგება 4 კომპონენტის (და 10 ქვეკომპონენტის) ანალიზის საფუძველზე. ესენია: კანონის უზენაესობა(საკუთრების უფლება, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, მთავრობის სამართლიანობა) მთავრობის …

ვრცლად »

საგრანტო პროგრამებისთვის განაცხადების მომზადება

დამწყები, მცირე და საშუალო საწარმოთა, არაკომერციულ საწარმოთა ნაწილი ეძებს თავისი საქმიანობის დაფინანსების წყაროებს და ხშირად მონაწილეობს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში. ეს ორგანიზაციები ითხოვენ ბიზნეს-იდეის თუ პროექტის აღწერას, მიზნების ნათლად და ცალსახად ფორმულირებას, ფინანსურ გაანგარიშებებს, მარკეტინგული ღორნიძიებების აღწერას, რისკების ანალიზს და სხვა მონაცემებს...

ვრცლად »

სასაკლაოების კვლევა: 2016 წელი

2016 წელს საქართველოში 86 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 65 % 4 რეგიონზე (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა. 2016 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 34,457 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2016 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 311,313 სული პირუტყვი, მათ შორის 59.7 % მსხვილფეხა, ხოლო 40.3 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

ვრცლად »

სახელმწიფო პროგრამა: შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური  დახმარების გაწევას. პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტზე გარდა შემდეგი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი. მიზნობრიობა დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას შემნახველ საწარმოს …

ვრცლად »