კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

სოფლის მეურნეობის განვითარების რეფორმა

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის საკითხი, რაც საქართველოს მთავრობის, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ძირითადი ვალდებულებაა.

სოფლის მეურნეობის განვითარების რეფორმას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015 – 2020 წწ”-ის ფარგლებში. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

იხილეთ რეფორმის მიმდინარეობის შესახებ არსებული სტატისტიკა 2017 წლის ფაზა I-ისა და ფაზა II-სთვის, ხოლო განვითარების სტრატეგიის სრულ დოკუმენტს გაეცანით ბმულზე.

***

სტატია შექმნილია რეფორმეტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება