კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: რძე და რძის პროდუქტები

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები რძისთვის და რძის პროდუქტებისთვის. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის – ცხრილებიდან ჩანს, რამხელაა ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ან/და პროდუქტის საექსპორტოდ გაყიდვების პოტენციალი.

რძე და რძის პროდუქტები
მაჩვენებლები 2014 2015 2016
რესურსები (ათასი ტონა)
მარაგი წლის დასაწყისში 16 17 17
ადგილობრივი წარმოება 589 566 540
იმპორტი 71 92 124
სულ რესურსები 676 675 681
გამოყენება (ათასი ტონა)
პირუტყვის საკვებად 12 12 11
სასურსათო მოხმარება 632 634 643
დანაკარგები 7 8 8
ექსპორტი 8 4 3
მარაგი წლის ბოლოს 17 17 16
მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) 676 675 681
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % 90 87 82

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება