2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.5%-ია.
მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 659,338 შეადგინა, (ზრდა +28.2%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-3.9%), სომხეთიდან (+15.8%), თურქეთიდან (+21.8%), რუსეთიდან (+25.5%) და ირანიდან (+63.9%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-მარტის თვეში გამოირჩნენ: ესპანეთი +79%, გაერთიანებული სამეფო +53%, ნიდერლანდები +46%, გერმანია +27%, საფრანგეთი +24% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +127%, საუდის არაბეთი + 82%, ისრაელი +77%, ირანი +64%, ჩინეთი +56% და სხვა.
TOP 15 ქვეყანა
ტურისტების რაოდენობით პირველი 15 ქვეყანა შემდეგია:
| ქვეყანა | 2017: 3 თვე | 2018: 3 თვე* | ცვლილება % |
| აზერბაიჯანი | 368,107 | 353,932 | -3.9 |
| სომხეთი | 264,070 | 305,789 | 15.8 |
| თურქეთი | 236,473 | 287,914 | 21.8 |
| რუსეთი | 185,723 | 233,100 | 25.5 |
| ირანი | 55,564 | 91,094 | 63.9 |
| უკრაინა | 33,744 | 34,308 | 1.7 |
| ინდოეთი | 11,860 | 16,924 | 42.7 |
| ისრაელი | 8,232 | 14,561 | 76.9 |
| ყაზახეთი | 7,534 | 8,674 | 15.1 |
| ფილიპინები | 6,188 | 7,456 | 20.5 |
| გერმანია | 5,854 | 7,442 | 27.1 |
| ა შ შ | 5,726 | 6,968 | 21.7 |
| ბელარუსი | 4,313 | 6,084 | 41.1 |
| გაერთიანებული სამეფო | 3,661 | 5,613 | 53.3 |
| პოლონეთი | 4,524 | 4,838 | 6.9 |
ქვეყნები მინიმალური ვიზიტორებით
ბენინი, გამბია, ლაოსი, ტუვალუ, სამოა, ანდორა, მონაკო – თითოეული ამ ქვეყნიდან საქართველოს 1 ადამიანი ეწვია.
ვიზიტის ტიპები
ტურისტების 28 % საქართველოში 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში დარჩა.
| ვიზიტის ტიპი | 2017: 3 თვე | 2018: 3 თვე* | ცვლილება % |
| 24 საათი და მეტი (ტურისტი) | 514,405 | 659,338 | 28.2 |
| ტრანზიტი | 223,617 | 276,634 | 23.7 |
| ერთდღიანი ვიზიტი | 528,955 | 527,589 | – 0.3 |
| სულ | 1,266,977 | 1,463,561 | 15.5 |
საზღვრის ტიპები
ტურისტთა 77.3 % სახმელეთო გზით შემოვიდა, საზღვაო საზღვრით 0.5 %-მა ისარგებლა.
| ტიპი | 2017: 3 თვე | 2018: 3 თვე* | წილი % |
| სახმელეთო | 1,019,557 | 1,131,061 | 77.3 |
| საჰაერო | 229,907 | 312,950 | 21.4 |
| სარკინიგზო | 9,218 | 12,026 | 0.8 |
| საზღვაო | 8,295 | 7,524 | 0.5 |
სასაზღვრო პუნქტები
სასაზღვრო პუნქტების მიხედვით ვიზიტების განაწილება შემდეგია:
| საზღვარი | 2017: 3 თვე | 2018: 3 თვე* | ცვლილება % |
| აეროპორტი თბილისი | 204,452 | 284,802 | 39.3 |
| სარფი | 224,946 | 279,373 | 24.2 |
| წითელი ხიდი | 290,519 | 265,968 | 8.5 |
| სადახლო | 205,845 | 250,706 | 21.8 |
| ყაზბეგი | 149,916 | 167,689 | 11.9 |
| ცოდნა | 42,315 | 44,099 | 4.2 |
| ნინოწმინდა | 36,453 | 41,024 | 12.5 |
| ვალე | 22,298 | 32,996 | 48 |
| კარწახი | 13,382 | 18,759 | 40.2 |
| ვახტანგისი | 19,417 | 17,758 | 8.5 |
| აეროპორტი ქუთაისი | 17,292 | 14,761 | 14.6 |
| აეროპორტი ბათუმი | 8,163 | 13,387 | 64 |
| გუგუთი | 14,345 | 12,542 | 12.6 |
| რკინიგზა გარდაბანი | 6,742 | 9,496 | 40.8 |
| პორტი ფოთი | 5,075 | 3,692 | 27.3 |
| პორტი ბათუმი | 3,167 | 3,420 | 8 |
| რკინიგზა სადახლო | 2,476 | 2,530 | 2.2 |
| პორტი ყულევი | 53 | 412 | 677.4 |
| სამთაწყარო | 84 | 91 | 8.3 |
| ახკერპი | 37 | 56 | 51.4 |
***
სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის