ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი III

აქ მოცემულია 3 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი აგროწარმოების უკეთესად დაგეგმვისთვის, დაფინანსების მიღებისთვის, საწარმოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის აუცილებელი ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდი moa.gov.ge

აქ შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობების ანგარიშები, შეგიძლიათ წაიკითხოთ გაზეთის ‘’ჩვენი სოფელი’’ ელექტრონული ვერსიები. აქვეა განთავსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საკონტაქტო მონაცემები ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით – ამ ცენტრებიდან თქვენ შეგიძლია მიიღოთ უფასო ინფორმაცია და რჩევები აგროსაკითხებზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდი apma.ge

სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებს. ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ აგროწარმოების განვითარებისთვის ‘’ერთიანი აგროპროექტის’’ ფარგლებში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების (‘’დანერგე მომავალი’’, ‘’შეღავათიანი აგროკრედიტი’’, ‘’აგროდაზღვევა’’ და სხვ.) პირობები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდი acda.gov.ge

აქ შეგიძლიათ იხილოთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ბაზა (ძებნა შესაძლებელია მუნიციპალიტეტის, კოოპერატივის სახელწოდების და საქმიანობაის მიხედვით). აქვე იხილავთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების პირობებს. ვებ-გვერდზე განთავსებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მარეგულირებელი კანონმდებლობა, წესდების ნიმუში და პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეგისტრაცია, საგადასახადო შეღავათები და სხვ.).

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება