შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და მისი რეგისტრაცია

კოოპერატივი არის ,,მეწარმეთა შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირი, რომელიც არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული საზოგადოება. იგი იქმნება წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით.

კოოპერატივი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად იწოდება. საჯარო რეესტრის სააგენტოში მისი დარეგისტრირება და  სტატუსის მინიჭება მეწარმეებს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათებითა და სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

”მეწარმეთა შესახებ” და ”სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები კერძო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ.  მათი, როგორც კოოპერატივის რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭებას – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს:

  • 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი

დაინტერესებულმა პირმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოოპერატივის დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • დაინტერესებული პირის განცხადება/დამფუძნებელთა შეთანხმება (წესდება)
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (50 ლარი)

რეგისტრაციის შემდეგ მეწარმეებმა უნდა მოიპოვონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი

***

სტატია შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილება № 254-ის საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება