თაფლი წარმოება საქართველოში
საქართველოში 2017 წელს 2.5 ათასი ტონა თაფლი იყო წარმოებული. ყველაზე მეტი – 900 ტონა – კახეთში იყო წარმოებული. რეგიონების მიხედვით თაფლის წარმოების მაჩვენებლები შემდეგია:
| რეგიონი | წარმოებული თაფლის მასა (ათასი ტონა) |
| საქართველო | 2.5 |
| კახეთი | 0.9 |
| იმერეთი | 0.4 |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 0.3 |
| ქვემო ქართლი | 0.3 |
| დანარჩენი რეგიონები | 0.3 |
| აჭარის არ | 0.1 |
| სამცხე-ჯავახეთი | 0.1 |
| შიდა ქართლი | 0.1 |
თაფლის ექსპორტ-იმპორტი
2017 წლის 12 თვის მდგომარეობით თაფლის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები შემდეგია:
| მონაცემი | ექსპორტი | იმპორტი |
| მასა (კგ.) | 2,250 | 45,456 |
| ღირებულება ($) | 15,756 | 117,522 |
| საშუალო ფასი ($/კგ.) | 7.00 | 2.59 |
თაფლის ექსპორტ-იმპორტი 2018 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით შემდეგია:
| მონაცემი | ექსპორტი | იმპორტი |
| მასა (კგ.) | 256 | 1,236 |
| ღირებულება ($) | 653 | 5,360 |
| საშუალო ფასი ($/კგ.) | 2.55 | 4.34 |
თაფლის ფასები
ფერმის კართან (მწარმოებლისგან შესყიდვისას) თაფლის საშუალო ფასი 2017 წელს 14.17 ლარი/კგ. იყო; კახეთში ფერმის კართან თაფლის საშუალო ფასმა 11.99 ლარი/კგ. შეადგინა, სხვა რეგიონებში ეს სიდიდე 15.52 ლარი/კგ. იყო. სავაჭრო ობიექტებში 2018 წლის ივლისის მდგომარეობით წარმოდგენილი თაფლის ფასები 21.75-33.25 ლარი/კგ. დიაპაზონშია.
შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ მეფუტკრეობა და თაფლის ბაზარი 2016 წელს.
***
მასალა მომზადებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის