საქართველოს მოსახლეობა (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა) 2017 წლის 1-ლი იანვრისთვის 3,718,200 ადამიანია. მოსახლეობის 57.2 პროცენტი (2,128,600) ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 42.8 პროცენტი (1,589,600) – სასოფლო დასახლებაში. მამაკაცთა რაოდენობაა 1,781,500 (მოსახლეობის 47.9 %), ხოლო ქალების – 1,936,700 (მოსახლეობის 52.1 %).
ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის (0-14 ასაკობრივი ჯგუფი) წილმა მთელ მოსახლეობაში 19.5 % შეადგინა, ხოლო შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წილმა – 66.1 %. 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.5 %-ია. 0-14 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს.
მოსახლეობის 30 % თბილისში ცხოვრობს.
საქართველოს მოსახლეობის განაწილება ასაკისა და სქესის მიხედვით შემდეგია (ათასი კაცი):
| ასაკი | სულ | მამაკაცი | ქალი |
| -1 | 56.3 | 28.7 | 27.6 |
| 1 – 4 | 210.3 | 109.4 | 100.9 |
| 5 – 9 | 251.1 | 131.4 | 119.7 |
| 10 – 14 | 206.4 | 109.4 | 97.0 |
| 15 – 19 | 214.5 | 113.5 | 101.0 |
| 20 – 24 | 231.3 | 119.3 | 112.0 |
| 25 – 29 | 278.3 | 139.9 | 138.4 |
| 30 – 34 | 271.8 | 135.7 | 136.1 |
| 35 – 39 | 249.7 | 123.5 | 126.2 |
| 40 – 44 | 242.3 | 119.2 | 123.1 |
| 45 – 49 | 236.7 | 114.5 | 122.2 |
| 50 – 54 | 253.9 | 119.6 | 134.3 |
| 55 – 59 | 258 | 118.3 | 139.7 |
| 60 – 64 | 220.2 | 96.7 | 123.5 |
| 65 – 69 | 180.8 | 75.3 | 105.5 |
| 70 – 74 | 99.7 | 38.9 | 60.8 |
| 75 – 79 | 137.5 | 49.6 | 87.9 |
| 80 – 84 | 74.5 | 25.9 | 48.6 |
| 85+ | 44.9 | 12.7 | 32.2 |
| სულ მოსახლეობა | 3,718.2 | 1,781.5 | 1,936.7 |
მოსახლეობის განაწილება რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია (ათასი კაცი):
| რეგიონი / მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა |
| საქართველო | 3,718.2 |
| თბილისი | 1,114.6 |
| აფხაზეთის არ | … |
| ქ. სოხუმი | … |
| ქ. ტყვარჩელი | … |
| აჟარის მუნიციპალიტეტი | … |
| გაგრის მუნიციპალიტეტი | … |
| გალის მუნიციპალიტეტი | … |
| გუდაუთის მუნიციპალიტეტი | … |
| გულრიფშის მუნიციპალიტეტი | … |
| ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი | … |
| სოხუმის მუნიციპალიტეტი | … |
| აჭარის არ | 339.0 |
| ქ. ბათუმი | 155.5 |
| ქედის მუნიციპალიტეტი | 17.0 |
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 75.5 |
| შუახევის მუნიციპალიტეტი | 15.2 |
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 52.1 |
| ხულოს მუნიციპალიტეტი | 23.7 |
| გურია | 112.6 |
| ქ. ოზურგეთი | 14.6 |
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | 31.3 |
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | 47.9 |
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი | 18.8 |
| იმერეთი | 529.7 |
| ქ. ქუთაისი | 147.2 |
| ბაღდათის მუნიციპალიტეტი | 21.2 |
| ვანის მუნიციპალიტეტი | 24.2 |
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | 57.3 |
| თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 35.1 |
| სამტრედიის მუნიციპალიტეტი | 48.2 |
| საჩხერის მუნიციპალიტეტი | 37.8 |
| ტყიბულის მუნიციპალიტეტი | 20.4 |
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 56.2 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 39.6 |
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | 19.3 |
| ხონის მუნიციპალიტეტი | 23.2 |
| კახეთი | 317.5 |
| ქ. თელავი | 19.5 |
| ახმეტის მუნიციპალიტეტი | 31.5 |
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი | 53.6 |
| დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი | 21.0 |
| თელავის მუნიციპალიტეტი | 38.6 |
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი | 41.7 |
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტი | 52.4 |
| სიღნაღის მუნიციპალიტეტი | 29.5 |
| ყვარლის მუნიციპალიტეტი | 29.7 |
| მცხეთა-მთიანეთი | 93.8 |
| ქ. მცხეთა | 7.8 |
| ახალგორის მუნიციპალიტეტი | … |
| დუშეთის მუნიციპალიტეტი | 25.2 |
| თიანეთის მუნიციპალიტეტი | 9.2 |
| მცხეთის მუნიციპალიტეტი | 47.8 |
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტი | 3.8 |
| რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 31.0 |
| ქ. ამბროლაური | 2.0 |
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | 8.7 |
| ლენტეხის მუნიციპალიტეტი | 4.4 |
| ონის მუნიციპალიტეტი | 5.9 |
| ცაგერის მუნიციპალიტეტი | 10.0 |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 328.3 |
| ქ. ზუგდიდი | 42.3 |
| ქ. ფოთი | 41.4 |
| აბაშის მუნიციპალიტეტი | 21.9 |
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | 62.5 |
| მარტვილის მუნიციპალიტეტი | 33.1 |
| მესტიის მუნიციპალიტეტი | 9.5 |
| სენაკის მუნიციპალიტეტი | 39.3 |
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 22.1 |
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | 25.9 |
| ხობის მუნიციპალიტეტი | 30.3 |
| სამცხე-ჯავახეთი | 160.6 |
| ქ. ახალციხე | 18.1 |
| ადიგენის მუნიციპალიტეტი | 16.5 |
| ასპინძის მუნიციპალიტეტი | 10.4 |
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | 45.2 |
| ახალციხის მუნიციპალიტეტი | 20.7 |
| ბორჯომის მუნიციპალიტეტი | 25.1 |
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი | 24.6 |
| ქვემო ქართლი | 427.4 |
| ქ. რუსთავი | 126.3 |
| ბოლნისის მუნიციპალიტეტი | 53.9 |
| გარდაბნის მუნიციპალიტეტი | 82.5 |
| დმანისის მუნიციპალიტეტი | 19.1 |
| თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი | 20.8 |
| მარნეულის მუნიციპალიტეტი | 105.9 |
| წალკის მუნიციპალიტეტი | 18.9 |
| შიდა ქართლი | 263.7 |
| ქ. გორი | 48.3 |
| ქ. ცხინვალი | … |
| გორის მუნიციპალიტეტი | 77.9 |
| ერედვის მუნიციპალიტეტი | … |
| თიღვის მუნიციპალიტეტი | … |
| კასპის მუნიციპალიტეტი | 43.5 |
| ქარელის მუნიციპალიტეტი | 41.4 |
| ქურთის მუნიციპალიტეტი | … |
| ხაშურის მუნიციპალიტეტი | 52.6 |
| ჯავის მუნიციპალიტეტი | … |
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის