შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი: 2018, ოქტომბერი

2018 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,5 %-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 5,9 %-ით.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5,0 %-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4,1 %-ული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,7 %), ასევე ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე (8,0 %);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 13,1 %-იანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,75 %-ული პუნქტით აისახა.

იხილეთ სრულად.

***

სტატიის წყაროა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება