კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

საგარეო ვაჭრობა: მარტი, 2018

2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 823.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 %-ით მეტია; აქედან ექსპორტი 740.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ. აშშ დოლარს (21.6 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში 1 343.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 % შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 554.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.6 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 820.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27.6 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 209.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (31.4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 610.7 მლნ. აშშ დოლარი (26.4 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29.0 % შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28.3 % და იმპორტში 29.3 % (2017 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 28.1, 27.7 და 28.2 %). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29.9 % (2017 წლის იანვარ-მარტში 28.5 %).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-მარტში 976.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 30.0 %-ით მეტი). აქედან ექსპორტი 303.0 მლნ. აშშ დოლარი (48.0 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 673.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (23.2 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.6 % იყო, მათ შორის ექსპორტში 40.9 % და იმპორტში 32.3 % (2017 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 32.8, 35.5 და 31.9 %). 2018 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27.6 % (2017 წლის იანვარ-მარტში 30.1 %).

იხილეთ სრული კვლევა.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება