ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა: 2016 წელი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული იყო 14 სადაზღვევო კომპანია (13 მათგანი ფლობდა სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი – მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას).

2016 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 393.04 მლნ. ლარი, ხოლო ანაზღაურებული ზარალების სიდიდემ – 231.86 მლნ. ლარი.

მოზიდული პრემიების მიხედვით დაზღვევის სახეობებიდან სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა ლიდერობდა – მას ბაზრის 44.61 % ეკავა, მე-2 ადგილზე ქონების დაზღვევა იყო ბაზრის 16.63 %-ით, მე-3 ადგილს კი ავტომობილების დაზღვევა იკავებდა (15.19 %).

2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 18.86 მილიონი ლარი შეადგინა.

შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ 2015-2016 წლების სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება